მასალა: მოვარდისფრო ქვა
ობიექტის ტიპი: სწორკუთხოვანი კვარცხლბეკი ჯვრისა
ზომა: w 55 x h 70 x d 35 cm
წარწერიანი ზედაპირი: w 35 x h 17 cm
ასოთა მოხაზულობა: 6
კვარცხლბეკის ერთ-ერთ წახნაგზე გამოქანდაკებულია ექვსსტრიქონიანი ასომთავრული, რელიეფური წარწერა. განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს, ქარაგმის ნიშანი გაირჩევა მხოლოდ ერთ ადგილზე (IV სტრ.: ღ՜ჲ) - საშუალო ზომის სწორი, განივი ხაზი.
დათარიღება: VI A.C. (lettering)
სადაურობა: უკანგორი 1937 წ. ძეგლს მიაკვლია დმანისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ლ. მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით. ის ეგდო სოფ. უკანგორის ეკლესიის ახლოს მდებარე სასაფლაოზე.
თავდაპირველი მდებარეობა: უკანგორის ეკლესიის ახლოს მდებარე სასაფლაოზეა ნაპოვნი
ტექსტის კატეგორია Unknown
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი ; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
კომენტარი:
დაზიანება: 1) V-VII სტრიქონები თითქმის მთლიანად გადარეცხილია, ცანს მხოლოდ ზოგიერთი გრაფემის კვალი; 2) I სტრიქონში დაზიანებულია: მე-10 და ბოლო გრაფემები (,ა); III სტრ. - 1,2 გრაფემები (ა) და, ქვის ატკეჩის გამო - 13, 14, 15 გრაფემები (რ, ი, ს); IV სტრ. - 1, 2, 3 გრაფემები (დ, ი , თ), ბოლო 5 გრაფემა (ი, დ, ი, ს, ა).
წარწერის დათარიღება სხვა მკვლევარებთან: 1) VI ს. დამდეგი (მ, შ); 2) V-VI სს. მიჯნა (ს)
წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: 1) პალეოგრაფიული ნიშნები: ა) ბ რკალშეკრულია; ბ) ყ შ - რკალგახსნილია; გ) რელიეფურობა, დუქტუსი; 2) ტექსტის ხანმეტობა.
ბიბლიოგრაფია:
ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ტ. I აღმოსავლედ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.) 89-90
კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია 1997 25-26
ლ. მუსხელიშვილი, არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბილისი, 1941, 8-23
ლ. მუსხელიშვილი, უკანგორის ისტორიული ნაშთები, ენიმკის მოამბე, ტ. X, 1941, 159-182
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, უკანგორი, თბილისი, 1986, 119
ვ. შუბითიძე ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია მონასტრები, თბილისი, 2012, 68