ECG383. ანჩისხატის ბაზილიკის სამშენებლო წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ორსტრიქონიანია. პირველ ქვაზე, რომელზეც ბოლნური ჯვარია გამოსახული, მის მარჯვენა ქვედა კუთხეში შერჩენილია 3 ასომთავრული გრაფემა (ႫႴႠ), ხოლო მეორე ქვაზე, ანგელოზის ძალიან დაზიანებული გამოსახულების ქვევით, შემორჩენილია ერთი ასოს ქვედა ნახევარი, რომელიც შეიძლება ეკუთვნოდეს ასომთავრულს ს-ს ან ჰ-ს, შემდეგ კი მოსდევს გრაფემები ႸႼ. წარწერის დანარჩენი ნაწილი დაღუპულია. cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა 5-6

დათარიღება: VI AD (conjecture)

სადაურობა: ანჩისხატის ტაძარი, თბილისი 1958 წელს თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშრებით დაწყებული კვლევითი და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დროს ბაზილიკის დასავლეთ ფასადზე, XVII საუკუნის წყობის ფარგლებში მოქცეულ „ჯვრის ამაღლების“ რელიეფურ ორ ფრაგმენტზე, მიაკვლიეს ასომთავრული წარწერის ნაშთს, რომელსაც არ გააჩნდა არც დასაწყისი და არც ბოლო. „ჯვრის ამაღლების“ ეს ორი შერჩენილი ფრაგმენტი თავდაპირველად ბაზილიკის სამხრეთი შესასვლელის არქიტრავის ნაწილებს წარმოადგენდა.

თავდაპირველი მდებარეობა: ანჩისხატის ტაძარი, თბილისი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ანჩისხატის ტაძარი, თბილისი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: რუსუდან გვერდწითელი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

[ო(ჳფალ)ო] მ(ე)ფ(ეს)ა
[დაჩი]ს შ(ეხე)წ(იე)

დიპლომატიური

[..] ႫႴႠ
[....]Ⴑ ႸႼ

თარგმანი: (ka)

უფალო, მეფე დაჩის შეეწიე.

კომენტარი:

ანჩისხატის ბაზილიკა უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა. სახელწოდება „ანჩისხატი“ მან მიიღო 1675 წლიდან, როდესაც კათალიკოსმა დომენტიმ (1660-1675) სამრეკლოს აგებისა და ეკლესიის აღდგენის შემდეგ აქ დაასვენა განთქმული მაცხოვრის ხატი, წამოღებული თურქეთის მიერ მიტაცებული ანჩის კათედრალიდან. 1936 წელს გ. ჩუბინაშვილმა ანჩისხატის ეკლესიის გეგმისა და ზოგიერთი დეტალის ანალიზის საფუძელზე ის VI ს-ის დასაწყისით დაათარიღა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ნაგებობა უნდა წარმოადგენდეს „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ მოხსენებული ვახტანგ გორგასლის ვაჟისა და მემკვიდრის, მეფე დაჩის, დროს აგებული „მარიამ წმიდაჲს“ ეკლესიას (გ. ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, ტომი I, ტფილისი, 1936, 50). წარწერის პალეოგრაფიული მახასიათებლები: ქარაგმებისა და განკვეთილობის ნიშნები არ არის. ასომთავრული Ⴔ-ს ბუნი ჰკვეთს წრეს, Ⴘ-ს ქვედა რკალი გახსნილია, Ⴜ-ს ქვედა კიდურები ერთმანეთისკენ მიისწრაფვიან (ამ ადგილას ქვა დაზიანებულია). ყველა ეს პალეოგრაფიული ნიშანი მიუთითებს, რომ წარწერა V-VI სს. უნდა იყოს. ის გარემოება, რომ წარწერა რელიეფური არ არის, როგორც ყველა სხვა უძველესი ლაპიდარული წარწერა, არ უნდა ცვლიდეს ზემოთ მოყვანილ დათარიღებას. V-VI სს. წარწერებს შორისაც არსებობს ერთი, ე. წ. „ჯვარი ბარნაბასი“, რომელშიც პირველი სტრიქონნახევარი ამოღარულია, დანარჩენი ნაწილი კი რელეფურია (ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-IX სს), ტ. I, თბილისი, 1980, 83-84).

ბიბლიოგრაფია:

გვერდწითელი, 1987 რუსუდან გვერდწითელი, ანჩისხატის ბაზილიკის სამშენებლო წარწერა, 143-145

ფოტო

   Fig. 1. ანჩისხატის ბაზილიკის სამშენებლო წარწერა