ECG418. ადიშის ხატი

მასალა: ვერცხლი

ობიექტის ტიპი: ხატი

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: ადიშის მაცხოვრის ეკლესიაში დაცულია ღვთისმშობლის ფერწერითი ქართული ხატი, ჩასმული ოქროში ნაფერ ნაჭედი ვერცხლის, თვლებით შემკულ ბუდეში. ხატის შეჭედილ ნაწილზე გამოსახულების ორსავე მხარეს არის ბერძნული მთავრული წარწერა. cm

ასოთა მოხაზულობა:

წარწერაში მოცემულია ლიგატურა, სიტყვების შემოკლება (შუაშიც და ბოლოშიც), იტაციზმის ნიმუში, υ||ο; κ||γ.

1,5-1,8 5,5-7

დათარიღება: X-XI AD (lettering)

სადაურობა: ადიში

თავდაპირველი მდებარეობა: არ არის მითითებული

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ადიშის მაცხოვრის ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Μ(ήτ)ηρ θ(εοῦ) ἡ (scil. γ)οκγοϋπήκου(scil. ς)

დიპლომატიური

ΜΗΡΘΗ(scil. Γ)ΟΚΓΟΥΠΗΚΟΥ(scil. Σ)

თარგმანი: (ka)

დედა ღვთისა მალედმორჩილი

კომენტარი:

ღვთისმშობლის მიმართ ნახმარია მისი ისეთი ეპითეტი, რაც საქართველოს ბერძნულად ნაწერ ძეგლებში იშვიათია (მეორე მაგალითია ხობის X-XI სს-ის ხატზე).

წარწერა თარიღდება პალეოგრაფიული და ენობრივი მონაცემებით (ხალხური ელემენტები გამოთქმაში - κ γ-ს ნაცვლად; υ-ს და უმახვილო ο-ს მონაცვლეობა).

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 90

ფოტო

   Fig. 1. ვერცხლის ხატი ადიშიდან