ობიექტის ტიპი: ფრესკა
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: იკვის წმ. გიორგის XI ს-ის ეკლესიაში შემორჩენილია XII-XIII სს-ის ფრესკები. გუმბათში, ზემო რეგისტრში ამაღლების სცენიდან დაცულია 12 მოციქულის გამოსახულება, ხოლო მის ქვემოთ, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეებში, ორ სარკმელს შორის ჯვარცმის ფრაგმენტები (Н. И. Толмачевская, Фрески древней Грузии, Тифлис, 1931. 11) შეიძლება ერთი არის ჯვარცმა, ხოლო მეორე გარდამოხსნა. ჩრდილოეთის მხარეზე შემორჩენილია ჯვრის ზედა ჰორიზონტალური ნაწილი, რომელზეც არის წარწერა; სამხრეთის მხარეზე ასევე ჯვრის ზედა ნაწილზეც იკითხება წარწერა. cm
ასოთა მოხაზულობა: ფრესკაზე წარწერები შესრულებულია ასომთავრული ბერძნულით. ასოთა ამგვარი მოხაზულობა (α, λ, δ - ზემოთ, მარცხნივ დამატებითი შტრიხით; β, ω...) გვხვდება ბიზანტიური ხანის შუა პერიოდისათვის (X-XIII სს.).
დათარიღება: XII-XIII AD (lettering)
სადაურობა: იკვის წმ. გიორგის ეკლესია
თავდაპირველი მდებარეობა: არ არის მითითებული
ბოლო აღწერილი მდებარეობა: იკვის წმ. გიორგის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
იესუ მეუფე დიდებისა
თარგმანი: (ka)
იესუ მეუფე დიდებისა
კომენტარი:
ფორმულა: ὁ βασιλεὺς τῆς δόξης - ჩვეულებრივია. ამ წარწერის თავისებურებაა წინ Ι, რაც სხვა, ანალოგიურ წარწერებში არ გვხვდება.
ფრესკებს ხელოვნებათმცოდნენი ძირითადად XII-XIII სს-ით ათარიღებენ. ცხადია, ფრესკები და მათზე გამოყვანილი წარწერები თანადროულია.
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 203-204