ობიექტის ტიპი: ფრესკა
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკებზე მრავალი ქართული, ვრცელი ასომთავრული წარწერის გვერდით არის რაოდენობის მხრივ უმნიშვნელო ბერძნული წარწერებიც. ა. სამხრეთის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, აქეთ-იქით მთავარანგელოზებით და წინასწარმეტყველებით. მთელ ამ ფრესკას შემორჩენილი აქვს წარწერის ნაწილი. ღვთისმშობლის მარცხნივ მდგომ მთავარანგელოზთანაც არის წარწერა; ბ. საკურთხევლის აფსიდაში ცენტრალური სარკმლის თაღში გამოსახულია ჯვარი, რომელსაც აქვს ბერძნული წარწერა; გ. სამხრეთის კედელზე სარკმელთან ფრესკაზე ლოცვა სასუმელისა - ქრისტეს გამოსახულებას შარავანდს ზემოთ აქვს ბერძნული წარწერა; დ. ამავე კედელზე სარკმელებს შორის არის ფრესკა "გარდამოხსნა ქესი", რომელსა ჯვრის ფირფიტაზე აქვს ბერძნული წარწერა. მის ქვემოთაც არის წარწერა; ე. დასავლეთ კედელზე სამოთხის კომპოზიციაში გამოსახულ ქრისტესაც აქვს ბერძნული წარწერა. cm
ასოთა მოხაზულობა:
დათარიღება: XIII AD (lettering)
სადაურობა: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძარი
თავდაპირველი მდებარეობა: ტიმოთესუბანი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძარი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
დედა ღვთისა მთავარანგელოზი მიქაელი
თარგმანი: (ka)
იესუ ქრისტე ძლევაჲ
თარგმანი: (ka)
იესუ ქრისტე
თარგმანი: (ka)
იესუ მეუფე დიდებისა იესუ ქრისტე
თარგმანი: (ka)
იესუ ქრისტე
კომენტარი:
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა XIII ს-ით არის დათარიღებული (Е. П. Привалова, Роспись Тимотесубани, Тб. 1980).
βασιλεω ფორმისათვის βασιλεῦς მცდარი ფორმაა. ე. პრივალოვას აზრით, მცდარია ფორმულაც, უნდა იყოს ΙΝΒΙ (Ἰησοῦς Ναζαραῖος βασιλεὺς Ἰουδαίων - იესუ ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა). ეს შეცდომა მას ახსნილი აქვს შემსრულებლის არაბერძნული წარმოშობით.
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 231