ECG427. ტიმოთესუბნის ტაძრის გუმბათის წარწერა

ობიექტის ტიპი: ფრესკა

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკებზე მრავალი ქართული, ვრცელი ასომთავრული წარწერის გვერდით არის რაოდენობის მხრივ უმნიშვნელო ბერძნული წარწერებიც. გუმბათის ცაში გამოსახულია მედალიონში მოთავსებული ჯვარი, რომლის ცენტრთანაც წერია ბერძნული წარწერა; ზემოდან I რეგისტრში აღმ-ის მხარეს გამოსახულია ვედრების კომპოზიცია და ირგვლივ, მთელ წრეზე 7 მთავარანგელოზი. ყველა გამოსახულებასთან არის ბერძნული წარწერა. cm

ასოთა მოხაზულობა: წარწერები შესრულებულია მთავრულით.

დათარიღება: XIII AD (lettering)

სადაურობა: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძარი

თავდაპირველი მდებარეობა: არ არის მითითებული

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძარი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, Е. П. Привалова

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
Ἰ(ησοῦ)ς Χ(ριστό)ς
2
μ(ήτη)ρ θ(εο)ῦ Ἰ(ησοῦ)ς Χ(ριστό)ς ὁ πρόδρομος ὁ ἀρχ(άγγελος) Ραφαιλ ὁ ἀρχ(άγγελος) Ρασθαιλ ὁ ἀρχ(άγγελος) (scil. Ξ)εσθαιλ ὁ ἀρχ(άγγελος) Μιχα(scil. ιλ) ὁ ἀρχ(άγγελος) Οὐριιλ ὁ ἀρχ(άγγελος) Σουριιλ ὁ ἀρχ(άγγελος) Γαβριιλ

დიპლომატიური

1
ΙΣΧΣ
2
ΜΡΘΥΙΣΧΣΟΠΡΟΔΡΟΜΟΣΟΑΡΧΡΑΦΑΙΛΟΑΡΧΡΑΣΘΑΙΛΟΑΡΧ(scil. Ξ)ΕΣΘΑΙΛΟΑΡΧΜΙΧΑ(scil. ΙΛ)ΟΑΡΧΟΥΡΙΙΛΟΑΡΧΣΟΥΡΙΙΛΟΑΡΧΓΑΒΡΙΙΛ

თარგმანი: (ka)

იესუ ქრისტე ძლევაჲ

თარგმანი: (ka)

დედა ღმრთისა, იესუ ქრისტე, წინამორბედი, მთავარანგელოზი რაფაელი, მთავარანგელოზი რასთაელი, მთავარანგელოზი ქსესთაელი, მთავარანგელოზი მიქაელი, მთავარანგელოზი ურიელი, მთავარანგელოზი სურიელი, მთავარანგელოზი გაბრიელი

კომენტარი:

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა XIII ს-ით არის დათარიღებული (Е. П. Привалова, Роспись Тимотесубани, Тб. 1980).

აღსანიშნავია, რომ ყველა სახელი არის ε-იანი დაბოლოებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დამწერისათვის აქ იყო რეალური "ე" (η-ს ხმარება ნიშნავდა იმას, რომ ის უნდა ამ დროისათვის წაეკითხათ როგორც "ი").

ὁ πρόδρομος-სთან სავარაუდოა, რომ წინ იქნებოდა ΙΩ Ἰωάννης ὁ πρόδρομος - იოანე წინამორბედი (ნათლისმცემელი).

როგორც ე. პრივალოვა შენიშნავს, რასთაელი და ქსესთაელი - მთავარანგელოზთა სახელებს პარალელი არ ეძებნება და შესაძლოა ეს არის დამახინჯება, საქართველოში ნაკლებად ცნობილი ანგელოზთა სახელებისა. ΟΡΙΑ საფიქრებელია, რომ არის Οὐριήλ (ან სხვა დაწერილობის მიხედვით - Ορι[ε]λ).

ყურადღებას იპყრობს საკურთხეველში გამოხატულ წმ. მამათა და დიაკონთა ქართულად ნაწერი ბერძნულ-ფორმა შენარჩუნებული საკუთარი სახელები: ტიმონა, პროხორონ, პარმენა, კლიმენტოს, სილიბისტროს...

პალეოგრაფიული მონაცემებიდან აღსანიშნავია ξ-ის თავისებური დაწერილობა (სიტყვაში δόξης), რაც მიუთითებს გვიან ბიზანტიურ ხანაზე. წარწერათა დათარიღება ხდება მოხატულობის თარიღის მიხედვით.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 231-232

პრივალოვა, 1980 Е. П. Привалова, Роспись Тимотесубани

ფოტო

   Fig. 1. ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკა, 1983