ECG440. მსიგხუა, მიქაელის სავედრებელი წარწერა I

მასალა: კრამიტის კალიპტერი

ობიექტის ტიპი: ანტეფიქსი

ზომა: cm

დეკორი: წარწერას ირგვლივ შემოუყვება ჩარჩოს ორმაგი ზოლი.

წარწერიანი ზედაპირი:

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა. ქარაგმის ნიშანი: სწორი რელიეფური განივი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. 1-1,2

დათარიღება: არ არის მითითებულიs

სადაურობა: მსიგხუას ეკლესია წკუარას ხეობაში მსიგხუას მთაზე გამოჩნდა საკულტო ნაგებობის ნაშთი (რომელიც ქრისტიანული ტაძარი აღმოჩნდა). ა. კაციას ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ექსპედიციამ აღმოაჩინა 46 არწერა, მათ შორის რამდენიმე ანტეფიქსი.

თავდაპირველი მდებარეობა: მსიგხუას ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: მსიგხუას ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ლია ახალაძე

ცვლილებები ფაილში: 2019-05-04 GL ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება გარე კონტროლირებად ლექსიკონთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ა(მე)ნ
მ(ი)ქ(აე)ლ
ქ(რისტ)ე შ(ე)ჲწყ(ა)ლე

დიპლომატიური

ႠႬ
ႫႵႪ
ႵႤ ႸჂႼႷႪႤ

თარგმანი: (ka)

ამენ მიქაელი, ქრისტე, შეიწყალე!

კომენტარი:

კერამიკული კალიფტერი გატეხილია შუაში, ასევე ჩამოტეხილია წარწერის ზედა სამკუთხა თავი, მაგრამ დაზიანება წარწერის წაკითხვას ხელს არ უშლის. ანტეფიქსის ცენტრში რელიეფურად გამოყვანილია "მალტური ჯვარი". მესამე სტრიქონის ასოები "ა-ნ" გადმოცემულია "სარკისებური" მოხაზულობით.

ბიბლიოგრაფია: (principalEdition)

ფოტო

   Fig. 1. მსიგხუა