ECG447. ბედიის ანტონ ბედიელის წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: cm

დეკორი: წარწერა შესრულებულია მოწითალო ფერის ქვაზე. ყოველი სტრიქონი ჩასმულია პარალელური ჰორიზონტალური ხაზებით შექმნილ სწორკუთხედებში, რომელთა წამახვილებული ბოლოები მთავრდება სტილიზებული ორნამენტით.

წარწერიანი ზედაპირი: w 79 x h 33 cm

ასოთა მოხაზულობა: წარწერა ასომთავრული ანბანით არის შესრულებული ღრმა კვეთით, შეწიაღებული დამწერლობით. წარწერიანი ფილა ბედიის მონასტრის აღმოსავლეთის (მარჯვენა) შესასვლელის ტიმპანია. განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი მარჯვნივ წაწვეტებით ყოველი სიტყვის შემდეგ. ქარაგმის ნიშნები არ ახლავს. ასოთა სიმაღლე 4-7-10

დათარიღება: 1532-1571

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: ბედია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ბედიის მონასტერი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ლია ახალაძე

ცვლილებები ფაილში: 2019-06-20 TG ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან.

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

აღმაშე(ნე)ბელი პალატისა ამის ე(პისკოპოსი)
ბედიელ მიტრაპოლიტი ანტონი
[ჟუანისძე შ(ეუნდო)ს ღ(მერთმა)ნ ა(მე)(ნ)]

დიპლომატიური

ႠႶႫႠႸႤႡႤႪႨ ႮႠႪႠႲႨႱႠ ႠႫႨႱ Ⴄ
ႡႤႣႨႤႪ ႫႨႲႰႠႮႭႪႨႲႨ ႠႬႲႭႬႨ
[.............]

თარგმანი: (ka)

ამ პალატის აღმშენებელ, ბედიელ მიტროპოლიტ ანტონ ჟუანისძეს შეუნდოს ღმერთმა, ამინ

კომენტარი:

წარწერა ქვის ატკეცვის შედეგად ადგილ-ადგილ (მე-2 სტრ. შუა ნაწილი, მე-3 სტრ. თითქმის მთიანად) დაზიანებულია