ECG458. ღუმურიში, საგდუხტ დეოფალთა დეოფლის წარწერა

მასალა: ადგილობრივი ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა ფასადზე

ზომა: w 36 x h 31 x d 17 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ამოკვეთილია ჯვრის ქვედა ვერტიკალური მკლავის ორივე მხარეს.

ასოთა მოხაზულობა: ამოკვეთილი, 4 სტრიქონიანი, ასომთავრული წარწერა. ქარაგმის ნიშანი: სწორი, განივი ხაზი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი, ადგილ-ადგილ. 3-3.5

დათარიღება: XI AD

სადაურობა: ღუმურიში

თავდაპირველი მდებარეობა: ღუმურიში

ბოლო აღწერილი მდებარეობა: დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ისტორიული მუზეუმი უცნობია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-07-09 LP ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება გარე კონტროლირებად ლექსიკონთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

[✝ღმერთო, შეიწყალე ორთავე
ცხორებასა შინა ამის ტაძრი]სა
მ(ა)შ(ე)ნ(ე)ბ(ე)ლი დ(ეო)ფ(ა)ლთა
დ(ეო)ფ(ა)ლ[ი] ს(ა)გდ(უ)ხტ ნ(ია)ნ(ი)
5(ა)ს ას(უ)ლი ა(მე)ნ

დიპლომატიური

[....................................... .....]ႱႠ
ႫႸႬႡႪႨ ႣႴႪႧႠ
ႣႴႪ[.] ႱႢႣႾႲ ႬႬ
5Ⴑ ႠႱႪႨ ႠႬ

თარგმანი: (ka)

ღმერთო, შეიწყალე ორივე ცხოვრებაში ამ ტაძრის ამშენებელი დეოფალთა დეოფალი საგდუხტი, ნიანიას ასული, ამინ

კომენტარი:

კირქვის ფილაზე გამოსახული ყოფილა რელიეფური ორნამენტირებული ჯვარი, რომლის ზედა და განივი მკლავები მომტვრეულია; დღეს სახეზეა ჯვრის ქვედა მკლავი. ფორმულა"ორთავე ცხორებასა შინა" პირობითია. რადგანაც ჩვენ არ ვიცით, რა სიდიდის ტექსტი აკლია წარწერას დასაწყისში, შეიძლება დავუშვათ, რომ ის არც იყო. აღდგენის ვარიანტი: ["ეკლესიი]სა", ["საყრდი]სა". როგორც აღინიშნა, წარწერა ამოკვეთილია ფილაზე, რომელზედაც რელიეფური ჯვარი იყო გამოსახული. ამიტომ შეიძლება დავუშვათ, რომ წარწერაში ჯვრის აღმართვის შესახებ იყო აღნიშნული და მისი ნაკლული ტექსტი შეიძლება ასეც აღვადგინოთ: [ღ(მერთ)ო, შ(ეიწყალ)ე ამ(ი)ს ჯ(უა)რი]სა მ(ა)შ(ე)ნ(ე)ბ(ე)ლი და ა.შ.

ბიბლიოგრაფია: (principalEdition)

ფოტო

   Fig. 1. საგდუხტ დეოფალთა დეოფლის წარწერა.