ECG459. ანუხვა, გიორგი ბასილის ძის წარწერა ქვაჯვრის სვეტზე

მასალა: კირქვა

ობიექტის ტიპი: თეთრი კირქვა

ზომა: w 28 x h 220 cm

დეკორი: სვეტი გათლილია ოთხკუთხად, უხვად არის მოჩუქურთმებული გეომეტრიული და სტილიზებული მცენარეული ორნამენტით და როგორც ჩანს, ჯვრის ჩასადგმელ სტელას წარმოადგენდა.

წარწერიანი ზედაპირი: ათსტრიქონიანი წარწერა. cm 23,5 31

ასოთა მოხაზულობა: ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა; განკვეთილობის ნიშანი ტექსტს არ ახლავს, თუ არ ჩავთვლით, რომ ციფრის აღმნიშვნელი გ-ს (მეშვიდე სტრიქონი) ორივე მხარეს ორწერტილები ზის. წარწერის ბოლოს დასასრულის ნიშნად დასმულია სამი წერტილი - განლაგებული მარცხნივ წაწვეტებული სამკუთხედის სახით; ქარაგმის ნიშანი: კიდურწაისრული, განივი ხაზი. ამოკვეთილი ასომთავრული კიდურწაისრული 3,5-2,5

დათარიღება: XX საუკუნის 30-იანი წლები AD

სადაურობა: ანუხვა

თავდაპირველი მდებარეობა: ანუხვა

ბოლო აღწერილი მდებარეობა: დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ისტორიული მუზეუმი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-06-06 TS ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება გარეკონტროლირებად ლექსიკონებთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ქ(რისტ)ე შ(ე)წყ(ა)ლე მ(ი)ქ(აე)ლ ა(მე)ნ

დიპლომატიური

ႵႤ ႸႼႷႪႤ ႫႵႪ ႠႬ

თარგმანი: (ka)

ქრისტევ, შეიწყალე მიქაელი, ამინ.

კომენტარი:

ამჟამად სვეტის ქვედა კიდე მოტეხილია; უმნიშვნელოდ არის დაზიანებული, აგრეთვე, სვეტის ზოგიერთი სხვა ნაწილიც; გეომეტრიული ჩუქურთმები სტელას ოთხ რეგისტრად ჰყოფენ, გიორგი ბასილის ძის სამშენებლო წარწერა ამოკვეთილია ქვემოდან პირველ-მეორე რეგისტრში. გამოცემები:1) А. К. Кация, Памятники архитектуры, 1967 , таб. IX, рис. 2) ქწკ, II, gv. 30-31, N5. 3) თ. მიბჩუანი, აფხაზეთის მატ. კულტურის ძეგლები, 50-51 (ქწკ, II, N5-ის მიხ.). 4) Л. Ааладзе, Епиграфические памятники Абхазии, с. 364, N1.

ბიბლიოგრაფია:

ფოტო

   Fig. 1. ანუხვა, გიორგი ბასილის ძის წარწერა