მასალა: ვერცხლი
ობიექტის ტიპი: ხატი
ზომა: w 18 x h 15 cm
დეკორი: მოოქრული ვერცხლის ჭედურ ხატზე გამოსახულია წმნიდანის გამოსახულებ, რომელსაც ორივე მხარეს სხვადასხვა მოყვენილობის მსხვილი ვარდულების თითო რიგი დაუყვება. ვარდულების წვრილი რიგით დაფარულია ხატის ჩარჩოს სამი მხარე
წარწერიანი ზედაპირი: cm
ასოთა მოხაზულობა: კიდურწაისრული. წარწერა ასომთავრული ანბანით არის შესრულებული რელიეფურად. განკვეთილობის ნიშანი: რელიეფური ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. 0,6-0,7 სმ.
დათარიღება: XI AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: წებელდა
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ხატის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
წმინდაო ეკატერინე, დამიფარე სულითა, ამინ
კომენტარი:
ხატის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, მაგრამ პრ. უპოვარას გამოქვეყნებული აქვს მისი კარგი ხარისხის ფოტო, რომლის მიხედვითაც შემოგვრჩა მისი აღწერილობა. ხატის ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია წმ. ეკატერინეს გამოსახულება, მთელი ტანით. ხატი დაზიანებულია - ცენტრალური ნაწილის მთელს სიგანეზე ჭედურობა მოგლეჯილია.