ECG490. პეტრიკოპულის წარწერა

ობიექტის ტიპი: ტაძრის კედელი

ზომა: w 35 x h 5 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა მოთავსებულია ლიხნის ტაძრის ქორედის თაღის მარცხენა კიდესთან ახლოს

ასოთა მოხაზულობა: ერთსტრიქონიანი გარდამავალი მხედრული წარწერა, განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშანი - განივი, სწორი ხაზი. 1-4,5

დათარიღება: XI

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: ლიხნის ტაძარი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ლიხნის ტაძარი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-05-20 skhulukhia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულის დაკავშირება გარე კონტროლირებად ლექსიკონთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

მე პ(ე)ტ(რი)კოპული მონაი ქ(რისტ)ესი

დიპლომატიური

ႫႤ ႮႲႩႭႮႳႪႨ ႫႭႬႠႨ ႵႤႱႨ

თარგმანი: (ka)

მე ვარ პეტრიკოპული, ქრისტეს მონა

კომენტარი:

ლიხნის ტაძრის პეტრიკოპულის წარწერა თარიღდება მე-11 საუკუნის 60-იანი წლებით, წარწერა შესრულებულია ძალიან მუქი წითელი საღებავით(სინგურით). არსებობს მოსაზრება, რომ პეტრიკოპული შეიძლება სულაც არ აღნიშნავდეს საკუთარ სახელს და ნიშნავდეს პეტრიკის ვაჟს

ბიბლიოგრაფია: (principalEdition)

ფოტო

   Fig. 1. პეტრიკოპულის წარწერა