ECG493 . გუჯარეთის ხეობა. „წითელი ეკლესია“, სავედრებელი წარწერა ეკლესიის ქტიტორის მახარებლისა, X-XI სს.

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: კედელი

ზომა: w 62,5 x h 60 cm

წარწერიანი ზედაპირი: w 22 x h 56 cm

ასოთა მოხაზულობა: წარწერა ასომთავრული ანბანით არის შესრულებული. წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს და ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი. 1,9-2,9 2,5-6,2

დათარიღება: X-XI AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: გუჯარეთის ხეობა. „წითელი ეკლესია“

ბოლო აღწერილი მდებარეობა: გუჯარეთის ხეობა. "წითელი ეკლესია" გუჯარეთის ხეობა. "წითელი ეკლესია"

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თამაზ გოგოლაძე, დევი ბერძენიშვილი, სერგი მაკალათია

ცვლილებები ფაილში: 2019-12-16 Tchanturia წარწერის სრული კოდირება, გარე ანოტირება, პირთა სახელების, ლემების მითითება, ბიბლიოგრაფია.

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე მ(ა)ხ(ა)რ(ე)ბ(ე)ლი
ამ(ი)ს წ(მიდი)სა ეკლ(ესიი)სა
მაშ(ე)ნ(ე)ბ(ე)ლი

დიპლომატიური

ႵႤ ႸႤ ႫႾႰႡႪႨ
ႠႫႱ ႼႱႠ ႤႩႪႱႠ
ႫႠႸႬႡႪႨ

კომენტარი:

თ. გოგოლაძე: წარწერიანი ქვა კლიმატური პირობების გამო გადაცვეთილია და წარწერის გრაფემათა ნაწილი ცუდად განირჩევა. მიუხედავად ამისა, წარწერის ტექსტი თავიდან ბოლომდეგარკვევით იკითხება.

წარწერის დათარიღების საფუძველი: სერგი მაკალათია წარწერის ტექსტში კითხულობს რა სიტყვა მხარგრძელს, ასევე ითვალისწინებს ქართულ წერილობით ძეგლებში ამ ფეოდალური საგვარეულოს მოხსენიებას XII-XIII საუკუნეებში, წინამდებარე წარწერასაც XII-XIII საუკუნეებით ათარიღებს. დევიბერძენიშვილმა თავდაპირველად ეკლესია XI-XII საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ძეგლად მიიჩნია და ამავე ქრონოლოგიით განსაზღვრა ტაძრის წარწერაც. თუმცა, ოდნავ მოგვიანებით,მეცნიერი წარწერის ქრონოლოგიას პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით, X-XI საუკუნეებით განსაზღვრავს. წინამდებარე კორპუსში ვიზიარებთ დევი ბერძენიშვილის მიერ წარწერის ბოლოს შემოთავაზებულ თარიღს – X-XI საუკუნეებს და, შესაბამისად, წარწერას X-XI საუკუნეებით ვათარიღებთ.

ბიბლიოგრაფია:

გოგოლაძე, 2019 თამაზ გოგოლაძე, თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი,32-34 2019

მაკალათია, 1957 სერგი მაკალათია, ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი),121957

კაკაბაძე, 1966 სარგის კაკაბაძე, რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი,66 1966

ზედგინიძე, 1977 გიორგი ზედგინიძე, თორელ-ჯავახთა და ჯაყელ-მესხთა სამამულო მფლობელობის შესახებ ბორჯომის ხეობაში, კრებულში: კრებული მიძღვნილი აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი,181 1977

ბერძენიშვილი, 1985 დევი ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან (ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი),45 1985

ბერძენიშვილი, 1987 დევი ბერძენიშვილი, არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი "გუჯარეთი",9 1987

ფოტო

   Fig. 1. სავედრებელი წარწერა ეკლესიის ქტიტორის მახარებლისა