ECG530 . სააღმშენებლო წარწერა მეფეთმეფის გიორგის (გიორგი V ბრწყინვალის) მოლარეთუხუცესისა

მასალა: ტიმპანი

ობიექტის ტიპი: ღია ნაცრისფერი ქვა

წარწერიანი ზედაპირი: w 75 x h 150 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. წარწერის განკვეთილობის ნიშნებად გამოყენებულია ორწერტილი ან სამწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდგომ; ქარაგმად ნახმარია მოკლე კლაკნილი ხაზი; გრაფემათა ღარებში ამოსმულია წითელი ფერის საწერ-საღებავი. 16X9 2.5X1.5

დათარიღება: 1333

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: გუჯარეთის ხეობა. დაბის ღმრთისმშობლის ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: გუჯარეთის ხეობა. დაბის ღმრთისმშობლის ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

ცვლილებები ფაილში: 2020-01-17 asanishvili გარე ანოტირება, პირთა სახელების, წარწერის სრული კოდირება შესრულდა 2020 წლის ციფრული ეპიგრაფიკის სასწავლო კურსის ფარგლებში.

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ინდ[იკტ(ი)ო]ნსა მ(ე)მ(ე)თმ(ე)ფის(ა) გ(იორ)გ(ი)სა ძის[ა] დიმიტრისა მეცხრ[ა]მეტ[ე]ს[ა]
აღვ[ა]შ[ე]ნე ტ[ა]ძ[ა]რი ჟ(ა)მსა მ(ე)მ(ე)თმ(ე)ფის(ა)
[გ](იორ)გ(ისა)სა მ[ა]თმ[ა]ნ [მოლ(ა)რ(ეთუ)ხ(უ)ც(ესმან)
ქ(ორონი)კ(ონ)სა კა]

დიპლომატიური

ႨႬႣ[....]ႬႱႠ ႫႫႧႫႴႨႱ ႢႢႱႠ ႻႨႱ[.] ႣႨႫႨႲႰႨႱႠ ႫႤႺႾႰ[.]ႫႤႲ[.]Ⴑ[.]
ႠႶႥ[.]Ⴘ[.]ႬႤ Ⴒ[.]Ⴛ[.]ႰႨ ႯႫႱႠ ႫႫႧႫႴႨႱ
[.]ႢႱႠ Ⴋ[.]ႧႫ[.]Ⴌ [............]

თარგმანი: (ka)

დიმიტრი მეცხრამეტის ძის, მეფეთმეფე გიორგის ინდიქტიონს, მისმა მოლარეთუხუცესმა აღვაშენე ეს ტაძარი მეფეთმეფე გიორგის დროს, ქორონიკონსა კა (21)

კომენტარი:

წარწერის ბოლო ნაწილი საგანგებოდ არის დაზიანებული. უფრო კონკრეტულად, ამოტეხილია წარწერის ტექსტის ბოლო გრაფემები, რაც წარწერის წაკითხვას აძნელებს. მიუხედავად ამისა, წარწერის ბოლო ნაწილს აღადგენენ წინა გამოცემების მიხედვით. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: 1. 1333 წ. (მარი ბროსე 1851; მარი ბროსე 1854; დიმიტრი ბაქრაძე 1885; თედო ჟორდანია; ივანე ჯავახიშვილი; სერგი მაკალათია; ნოდარ შოშიაშვილი; გიორგი ხუჯაძე; ვლადიმერ აბულაძე; დევი ბერძენიშვილი 1985; დევი ბერ- ძენიშვილი 1987; ბაკურ გელაშვილი 2011; ბაკურ გელაშვილი 2013; თამაზ გოგოლაძე; იოსებ ალიმბარაშვილი). 2. 1175 წ. (დიმიტრი ბაქრაძე 1875). 3. წარწერის თარიღი მოცემული არ აქვს (რენე შმერლინგი; გიორგი ჩუბინაშვილი). 4. 1333 წ. (?) (ნიკო ბერძენიშვილი). 5. 1318 წ. (ვაჟა კიკნაძე 1977; ვაჟა კიკნაძე 1989).

ბიბლიოგრაფია:

გოგოლაძე, 2019 თამაზ გოგოლაძე, თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი,93-981987

ჟორდანია, 1892 თედო ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა,1801997

ჯავახიშვილი, 1949 ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი 3, 258-2591949

ფოტო

   Fig. 1. სააღმშენებლო წარწერა

   Fig. 2. სააღმშენებლო წარწერა