მასალა: კირქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: ფილის ფრაგმენტზე შემორჩენილია ბერძნული ასომთავრული წარწერის ნაწილი. დაცულია 3 სტრიქონის ასოები, IV სტრიქონიდან მოჩანს 2 ასოს მხოლოდ ზედა მცირე ნაწილი. w 26 x h 21 cm
ასოთა მოხაზულობა:
წარწერა მკაფიო ჩაღრმავებული ასოებით არის შესრულებული. პირველი 2 სტრიქონი შედარებით უფრო მჭიდროდაა ნაწერი, III უფრო თავისუფლად; I სტრიქონი ოდნავ უფრო მსხვილი ასოებითაა ნაწერი, ვიდრე მეორე. წარწერაში ასოების სიმაღლე და განი დაახლოებით ერთნაირია. I-II სტრიქონებში ასოთა ვერტიკალური შტრიხები დაახლ. 4 სმ-ია, აბსოლუტურად მრგვალი ο-ის დიამეტრი დაახლ. 3,5 სმ-ია. III სტრიქონის ρ-ს სიმაღლე დაახლ. 5 სმ-ია, ο-ს დიამეტრი განში მეტია, ვიდრე სიმაღლეში (4,5 და 4 სმ).
4-5დათარიღება: VI-VII AD (lettering)
სადაურობა: სეფიეთი ფილა აღმოჩენილია ნოქალაქევის ექსპედიციის მიერ სეფიეთის მთავარანგელოზის ეკლესიის ირგვლივ თხრის დროს.
თავდაპირველი მდებარეობა: სეფიეთი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: სეფიეთი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
სალოცველად მონისა კლიმენტისა და მახლობელთა მისთა.
თარგმანი: (English)
For the blessing of the servant of the God Klimentos and for his close people.
კომენტარი:
ყურადღებას იპყრობს დაწერილობა γουλου, სიტყვისთვის δούλου, რაც ბერძნული ენის განვითარების მთელ მანძილზე გუტურალთა და დენტალთა მონაცვლეობით უნდა აიხსნას.
საკუთარი სახელი კლიმენტი - Κλήμεντος პირობითად არის აღდგენილი.
წარწერის დათარიღების საფუძველია ასოთა მოხაზულობა (Α, Δ, C, Υ), ο-ის ხმარება ω-ს ნაცვლად, გავრცელებული ფორმულა (ὑπὲρ εὐχῆς).
ბიბლიოგრაფია:
ყაუხჩიშვილი, 2004 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 122