მასალა: მოყვითალო ქვა
ობიექტის ტიპი: სამშენებლო ფილა
ზომა: w 53 x h 48 x d 9 cm
დეკორი:
ასევე ნაქანდაკევი Α (ისეთივე მოხაზულობის, როგორც წარწერის ტექსტშია) აწერია თავზე წარწერის მარჯვნივ გამოსახულ მამაკაცის ფიგურას (მისი სიმაღლე არის 4,5 სმ). გამოსახულებას დაახლ. გულზე აწერია Ν (არა ნაქანდაკევი, არამედ ჩაჭრილი). ფეხის გასწვრივ ანაფორაზე ამოკაწრულია CTH.
წარწერიანი ზედაპირი: 9 სტრიქონიან ბერძნულ წარწერას უჭირავს ფილის მარცხენა მხარე. h 37
ასოთა მოხაზულობა:
ასოები საგანგებოდ არის ნაქანდაკევი, ხელი ლამაზი, მთავრული. დასაწყისი სტრიქონები უფრო მსხვილადაა გამოყვანილი, ქვედა შედარებით უფრო პატარა ასოებითაა ნაწერი (მაგ., N I სტრიქ. 5 სმ სიმაღლისაა, II-III-ში - 4,5 სმ, VII და IX სტრ. 3 სმ.).
24-26დათარიღება: წარწერის პალეოგრაფიული მონაცემები (ასოთა მოხაზულობა, ორთოგრაფია, საერთო სტილი) და მართლწერის ნორმები VI-VII სს-ით დათარიღების საშუალებას იძლევიან. დათარიღება შეიძლება დაზუსტდეს VI ს-ით, ბერძენი ქრონოგრაფოსების ცნობების საფუძველზე. (lettering)
სადაურობა: სეფიეთი მოყვითალო, საგანგებოდ გათლილი ქვა დევს სეფიეთის მთავარანგელოზის ბაზილიკური ტიპის ეკლესიის სამხრეთის სვეტების გამაერთიანებელ კედელში, შუა თაღის ზემო თახჩაში იატაკიდან დაახლ. 360 სმ-ის სიმაღლეზე ჰორიზონტალურად (ისე რომ იგი თახჩაში აუსვლელად არ ჩანს).
თავდაპირველი მდებარეობა: სეფიეთი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: სეფიეთის მთავარანგელოზის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
ქ. წმიდაო სტეფანე, ყოველთა წმიდათა თანა მეოხ ეყავ მონასა ფილოქტისტეს და ყოველთა ნათესავთა მისთა.
თარგმანი: (English)
Saint Stephen, together with all the saints, be merciful towards the servant of yours Philochtistes and his close people.
კომენტარი:
ფილა, რომელიც შემდეგ მთავარანგელოზის ეკლესიაში გამოყენებულია როგორც საშენი მასალა, ადრე უთუოდ ამშვენებდა წმ. სტეფანეს ტაძარს, რომელიც ამავე რაიონში იყო ყოველ შემთხვევაში VI ს-ის შუა წლებში (შდრ. აგათია, Περὶ Ἰουστ. III, 5; გეორგიკა, III, 1936., 52) .
ტაძრის მოღვაწე, სხვა წყაროებით უცნობი მონა (ღვთისა) ფილოქტისტე, შესთხოვს ტაძრის მფარველ წმინდანს, სტეფანეს შუამდგომლობას, ცხადია, უფლის წინაშე, საკუთარი თავისა და თავისი მახლობლისათვის.
IX სტრიქონში მოსალოდნელი αὐτοῦ-ს ნაცვლად არის αὐτῶ[ν].
ბიბლიოგრაფია:
ყაუხჩიშვილი, 2004: თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 121-122