ECG006. არმაზციხე-ბაგინეთი. ამაზასპეს მეუღლის წარწერა

მასალა: ქვიშაქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 35 x h 33 x d 9 cm

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: რვასტრიქონიანი ბერძნული ასომთავრული წარწერა ამოკვეთილია ერთ მთლიან, კარგად დამუშავებულ ფილაზე. w 35 x h 33 cm

ასოთა მოხაზულობა:

წარწერაში აღსანიშნავია α-ს ორნაირი დაწერილობა: Α და მთავრული ალფა ტეხილი ხაზით; υ-ის ორნაირი დაწერილობა: Y და V; ასოები ε, ο, ς - მრგვალია, ასევე მომრგვალებულია Β, Ρ, Φ-ის ნაწილები. μ-ს გაშლილი აქვს გვერდითი ხაზები, მაგრამ კუთხოვანია, π-ს ჰორიზონტალური ხაზი ოდნავ გადაუდის თავზე. გამოირჩევა ω, რომელიც ორ პარალელურ, ვერტიკალურ ხაზს შორის შეერთებულია კუთხოვანი, ჩატეხილი ხაზით ꟽ. არის ერთი ლიგატურა NH.

პირველი სტრიქონის ასოთა სიმაღლე 2.8 სმ-ია, ბოლო სტრიქონისა - 2 სმ. 2 სმ

დათარიღება: II-III AD (reign, lettering)

სადაურობა: არმაზციხე, ბაგინეთი წარწერა 1996 წლის ექსპედიციის მონაპოვარია, აღმოჩენილია რომაული ტიპის აბანოს მახლობლად.

თავდაპირველი მდებარეობა: არმაზციხე, ბაგინეთი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტი 01-2-148

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, დევიდ ბრაუნდი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

[θυγατρὶ δὲ βασιλέως] Ἀρμενίας Οὐλο-
γαίσου γυναικὶ δὲ
βασιλέως Ἰβήρων
μεγάλου Ἀμαζάσ-
5που Ἀναγράν͡ης ὁ
τροφεὺς καὶ ἐπίτρ<ο>-
πος ἰδίᾳ δυνάμι
τὸ βαλανῖον ἀφιέρωσεν

დიპლომატიური

[.................]ΑΡΜΕΝΙΑΣΟΥΛΟ
ΓΑΙΣΟΥΓΥΝΑΙΚΙΔΕ
ΒΑΣΙΛΕΩΣΙΒΗΡΩΝ
ΜΕΓΑΛΟΥΑΜΑΖΑΣ
5ΠΟΥΑΝΑΓΡΑΝ͡ΗΣΟ
ΤΡΟΦΕΥΣΚΑΙΕΠΙΤΡ
ΠΟΣΙΔΙΑΔΥΝΑΜΙ
ΤΟΒΑΛΑΝΙΟΝΑΦΙΕΡΩΣΕΝ

თარგმანი: (ka)

Translation by თინათინ ყაუხჩიშვილი

...(ქალის სახელი) არმენიის (მეფის), ვოლოგეზეს (ასულს), ხოლო იბერთა დიდი მეფის, ამაზასპეს მეუღლეს, ანაგრანესმა, მამამძუძემ და ეზოსმოძღვარმა, საკუთარი სახსრით გაკეთებული აბანო შესწირა.

თარგმანი: (English)

… (To the daughter of) (King) of Armenia Vologese... (the name of the woman) and to the spouse of the great King of Iberia, Amazaspe, from the Chief-of-the-Court and governor who built this bath with his own expenses and dedicated it to her.

კომენტარი:

წარწერა არის შეწირვითი ხასიათის. შესრულებულია სალიტერატურო ენის - კოინეს ნორმების მიხედვით. თითო სტრიქონში არის 13-15 ასო, გარდა მერვე სტრიქონისა, სადაც 10 ასოს შემდეგ უფრო წვრილი ხელით ორ სტრიქონად მიწერილია მთელი სიტყვა (ზემოთ 6 ასო, ქვემოთ 3), ასევე მთავრულით და იმავე მოხაზულობით, რომლითაცაა შესრულებული მთელი წარწერა. ასოებზე შესამჩნევია წითელი ფერის საღებავი. დაწერილობა επιτρπος არის lapsus calami და არა შემსრულებლის უმეცრება. არის იტაციზმის ორი შემთხვევა: δυναμι (=δυνάμει) და βαλανιον (=βαλανεῖον). მართალია ქვის ოთხივე წიბო კარგადაა დამუშავებული და არც დაზიანებულია, მაგრამ მოღწეული წარწერა აშკარად არის გაგრძელება, ალბათ, ასევე კარგად დამუშავებულ ფილაზე დაწყებული წარწერისა. დათარიღება: ისტორიული პირების მოხსენიების საფუძველზე დევიდ ბრაუნდი წარწერას III ს-ით ათარიღებს.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 227-228

ჩუბინაშვილი, 1936 David Braund, Anagranes the ΤΡΟΦΕΥΣ: the court of caucasian Iberia in the second-third centuries AD, 23-34

ამირანაშვილი, 1963 თინათინ ყაუხჩიშვილი, ახალი ბერძნული წარწერა არმაზციხე-ბაგინეთიდან (II), 11-14

მუსხელიშვილი, 1941 Kamila Labas, Studien Zur Geschichte Der Georgischen Länder Vom 4. Bis Zum Früheren 7. Jh., 110