მასალა: ვერცხლი
ობიექტის ტიპი: ჯვარი
ზომა: w 7,7 x h 17,5 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა რვასტრიქონიანია cm
ასოთა მოხაზულობა:
ჭედური ასომთავრული წარწერა
დათარიღება: V AD (lettering)
სადაურობა: ზნაკვა, ჯვარისას ეკლესია ძეგლი გიორგი ბოჭორიძემ იპოვა 1925 წელს რაჭაში, სოფელ ზნაკვაში, ერთ-ერთ ოჯახში. იგი 1924-25 წლებში წამოღებული იყო ზნაკვის ჯვარისას ეკლესიიდან.
თავდაპირველი მდებარეობა: ზნაკვა, ჯვარისას ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ბოჭორიძე
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან; 2021-01-01 TK ბიბლიოგრაფია, ფოტო
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
წმიდაო გრიგოლ საკჳრველთმოქმედო, შენდა შევედრებული მჴევალი შენი საჰაკდუხტ დაიცევ ყოვლისაგან ბოროტისა.
თარგმანი: (English)
Saint Grigol miraculous, protect your maidservant entrusted to you, Sahakdukht from all the evil.
კომენტარი:
„ძელი ჭეშმარიტი“, ანუ ჯვარი ჩასვებენულია ფიცრის ლუსკუმაში, რომელიც ირგვლივ ვერცხლის ფურცლებით არის შეჭედილი. ლუსკუმის კარზე გამოსახულია წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ჭედური ხატი. წმიდანის ფეხთა ქვეშ არის შესრულებული ჭედური წარწერა. წარწერაში მოხსენიებული საჰაკდუხტი, გიორგი ბოჭორიძის აზრით, უნდა იყოს ვახტანგ გორგასლის დედა, საგდუხტ დედოფალი. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა ენათესავება უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებს: Ⴁ და Ⴗ თავშეკრულია, ხოლო Ⴘ და Ⴣ თავგახსნილი. Ⴍ ძლიერ ჰგავს ბერძნულ O-ს. ძალიან საინტერესოა „დაჲცევ“ ფორმა. Ⴢ აქ ასახავს [ჲ] ალოფონს V-C პოზიციაში. ეს არის ამ ტიპის შემთხვევათა ყველაზე ადრეული ნიმუში. 1927 წელს გ. ბოჭორიძემ წარწერა VI საუკუნით დაათარიღა, 1929 წელს კი - V საუკუნით. აკაკი შანიძისა და პავლე ინგოროყვას აზრითაც, ძეგლი V საუკუნისა შეიძლება იყოს.
ბიბლიოგრაფია:
ბოჭორიძე, 1929 გიორგი ბოჭორიძე, რაჭის ისტორიული ძეგლები, 173-178
სარჯველაძე, დანელია, 1997 კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 24
შანიძე, 1935 აკაკი შანიძე, ძველი ქართულის ქრესტომათია ლექსიკონითურთ, 2, 107