ECG014. ნუხის ბერძნულწარწერიანი ფილა

მასალა: კირქვა

ობიექტის ტიპი: სამშენებლო ფილა

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: w 47 x h 12 cm

ასოთა მოხაზულობა:

მთლიანად წარწერა დაუდევრად გამოყვანილის შთაბეჭდილებას ახდენს, არც ღრმადაა ამოკვეთილი. I სტრიქონი მსხვილი ასოებითაა ნაწერი, II სტრიქონი უფრო წვრილი ასოებითაა შესრულებული, ასოები სტრიქონის ბოლოსკენ უფრო დამცრობილია. III სტრიქონი კიდევ უფრო წვრილადაა ნაწერი.

ასოების სიმაღლე ზოგჯერ 5სმ-მდე აღწევს, II სტრიქონს დაახლ. 3 სმ უჭირავს, III-ს დაახლ. 2 სმ.

დათარიღება: I AD (lettering)

სადაურობა: ნუხა

თავდაპირველი მდებარეობა: ნუხა

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 46

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Αἴλιος Ἰάσων
Εὐνών(scil. ῃ) τῷ εὐερ-
γέτ(scil. ῃ) μνήμης χάριν

დიპლომატიური

ΑΙΛΙΟΣΙΑΣΩΝ
ΕΥΝΩΝ(scil. Η)ΤΩΕΥΕΡ
ΓΕΤ(scil. Η)ΜΝΗΜΗΣΧΑΡΙΝ

თარგმანი: (ka)

აილიოს იასონი ევნონეს ევერგეტს (კეთილისმყოფელს) სახსოვრად.

თარგმანი: (English)

Ailios Iason in memory of Eunone Everget (the benefactor).

კომენტარი:

დათარიღების საფუძველია ასოთა მოხაზულობა (მრგვალი C, კბილებიანი ω, α-სა და λ-ის წაგრძელებული ზემოთკენ მარჯვენა ბუნი) ენობრივი ნორმა (εου=ευ), საკუთარი სახელი (Αἴλιος = ლათ. Aelius) და მთლიანად ფორმულა (რც მთავრდება μνήμης χάριν-ით).

ა. ამირანაშვილი მას II-III სს-ით ათარიღებს, უპირატესობას ანიჭებს II სს.

წარწერის ასოთაგან გამოირჩევა I სტრიქონის Α და II სტრიქონის Η (თუ ორივე დაუდევარი ჩაჭრის შედეგი არ არის). ყურადღებას იქცევს Μ. დანარჩენი ასოები სრულიად ჩვეულებრივი მოხაზულობისაა. არ გვხვდება ქვეშმიწერილი ι-ები (ευνωνη, εουεργετη).

სავარაუდოდ ნუხაში მდებარე ერთ-ერთი ნაგებობის ქვა უნდა ყოფილიყო.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 254

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 240-241

ფოტო

   Fig. 1. სამშენებლო ფილა ნუხადან