ECG021. ბერძნულწარწერიანი ბრინჯაოს მედალი

მასალა: ბრინჯაო

ობიექტის ტიპი: მედალი

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: As: გამოხატულია დიდებულის თავი, მის გასწვრივ ორსავე მხარეს ბერძნული წარწერით, Rs: გამოხატულია ჰერმესი მწყემსის კომბლით და მის გვერდზე თავდახრილი ხარით, წინ მცენარით და ზემოთ ვარსკვლავით. ამ პირზედაც ორსავე მხარეს გასწვრივ არის ბერძნული წარწერა. cm

ასოთა მოხაზულობა:

I წარწერა მკაფიოა, მეორე ნაწილობრივ დაზიანებული.

დათარიღება: II ს-ის პირველი ნახევარი (lettering)

სადაურობა: სამთავროს უბანი, მცხეთა მედალი აღმოჩენილია სამთავროს უბანში არქეოლოგიური გათხრებისას.

თავდაპირველი მდებარეობა: სამთავროს უბანი, მცხეთა

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2–23/25

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
Ἀντίνοον θεόν ἡ πατρίς
2
Ἁδριαν(scil. ο)ῦ Βιθυνι[έ]⸢ω⸣ν

დიპლომატიური

1
ΑΝΤΙΝΟΟΝΘΕΟΝΗΠΑΤΡΙΣ
2
ΑΔΡΙΑΝ(scil. Ο)ΥΒΙΘΥΝΙ[.]ΟΝ

თარგმანი:

ანტინოეს, ღმერთს, სამშობლო ადრიანეს ბითვინიონელთაგან

კომენტარი:

ისტორიული მონაცემებისა და პალეოგრაფიული ნიშნების (ω–ს ხმარება ο–ს მაგივრად)საფუძველზე მედალი II ს–ის პირველი ნახევრით თარიღდება. ანტინოე, წარმოშობით ქ. ბითვინიონიდან, გარდაიცვალა 130 წელს, იგი გააღმერთა ადრიანემ, დააარსა მისი სახელობის ქალაქი, ააგო მისი სახელობის ტაძრები, ქანდაკებები, მოჭრა მონეტები (134–137 წლებში ძირითადად), ერთ-ერთ ვარსკვლავს უწოდა მისი სახელი. ადრიანე თავისი და ბითვინიონელთა სამშობლოს სახელით გაღმერთებულ ანტინოეს უძღვნის ამ მედალს.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 267

ფოტო

   Fig. 1. მედალი სამთავროდან, 1920 (As)

   Fig. 2. მედალი სამთავროდან, 1920 (Rs)