ECG024. ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ტაძრის საამშენებლო წარწერა მიქაელ ეპისკოპოსისა

მასალა: რუხი ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: w 174 x h 55 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 5 სტრიქონიანია. იგი შესრულებულია ტაძრის ფასადის კარის თავზე, სწორკუთხად გათლილი რუხი ფერის ქვაზე. w 125 x h 42 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა 5-7

დათარიღება: X AD (lettering)

სადაურობა: ზემო ნიქოზი, მთავარანგელოზის ტაძარი სოფელ ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ტაძარი მდებარეობს ცხინვალიდან სამი კმ-ის მანძლზე, სამხრეთით.

თავდაპირველი მდებარეობა: ზემო ნიქოზი, მთავარანგელოზის ტაძარი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ზემო ნიქოზი, მთავარანგელოზის ტაძარი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-11-05 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

† ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისაჲთ)ა მე მ(ი)ქ(აე)ლ ნ(ი)ქ(ო)[ზ](ე)ლ ებ-
ჲსსკ(ოპო)ზმ(ა)ნ აღვ(ა)შ(ე)ნე წ(მიდა)ჲ ეკლ(ე)ს(ია)ჲ რ(ომე)ლ
არს სახლი ღ(მრთი)ს(ა)ჲ და ბჭჱ ცათაჲ
საყოფელი წ(მიდი)სა ღ(მრ)თ(ი)სმშ(ო)ბელის(ა)ჲ და წ(მიდა)თა
5 მთ(ა)ვ(ა)რ(ა)ნგ(ე)ლ(ო)ზთ(ა)ჲ ს(ა)ლ(ო)ც(ველა)დ ს(უ)ლისა ჩ(ე)მისათ(ჳ)ს

დიპლომატიური

† ႱႾႪႧႠ ႶႠ ႫႤ ႫႵႪ ႬႵ[.]Ⴊ ႤႡ
ჂႱႱႩႦႫႬ ႠႶႥႸႬႤ ႼჂ ႤႩႪႱჂ ႰႪ
ႠႰႱ ႱႠႾႪႨ ႶႱჂ ႣႠ ႡႽჁ ႺႠႧႠჂ
ႱႠႷႭႴႤႪႨ ႼႱႠ ႶႧႱႫႸႡႤႪႨႱჂ ႣႠ ႼႧႠ
5 ႫႧႥႰႬႢႪႦႧჂ ႱႪႺႣ ႱႪႨႱႠ ႹႫႨႱႠႧႱ

თარგმანი:

† ღვთის სახელით მე, მიქაელ ნიქოზელმა ეპისკოპოსმა, აღვაშენე წმიდა ეკლესია, რომელიც არის სახლი ღმრთისა და ბჭე ცისა, საყოფელი წმიდისა ღმრთსმშობელისა და წმიდათა მთავარანგელოზთა, სალოცველად სულისა ჩემისა.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #93. წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. სიტყვები ერთმანეთისგან არ არის დაცილებული. წარწერის დათარიღების პალეოგრაფიული საფუძველია: გრაფემების მოყვანილობა: გრაფემა Ⴊ-ს წრე ზოგჯერ ძალიან დიდია და მოკლე ყელი უერთდება წრეს შუა ადგილზე; გრაფემა Ⴔ-ს ბუნი არ კვეთს წრეს; გრაფემა Ⴢ-ს ზედა კიდე მარცხნივაა ძლიერ გაზიდული და დიდად სცილდება ქვედა კიდეს; Ⴌ-ს გამხედრულება; გრაფემების ჩამოგრძელება, მიდრეკილება ოთხხაზოვანი ბადისაკენ. სიტყვების გადაბმა, განკვეთილობის გარეშე წერა. ლიგატურა; ორთოგრაფია: Ⴢ-ს ხმარება Ⴈ-ს ნაცვლად. ეკლესიის ხუროთმოძღვრული ნიშნები და ჩუქურთმები. ამ წარწერის ზემოთ მარჯვენა კედლის წყობის ქვის ქვედა მარცხენა კუთხეში ამოკვეთლია ოთხი მთავრული გრაფემა: Ⴟ~Ⴈ ႱႨ - ჯ(უარ)ი (ქრისტე)სი. მარი ბროსეს აღნიშნული აქვს კიდევ ორი სიტყვა: ႫႵႪ ႤႡႩႦႨ - მ(ი)ქ(აე)ლ ებ(ის)კ(ოპო)ზი, ეს სიტყვები აღარ ჩანს. ი. მეგრელიძეს ვერ შეუნიშნავს Ⴟ~Ⴈ ႱႨ.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 185-186

ბროსე, 1851 M. Brosset, Rapports VI, 54

საძაგელოვი, 1898 Г. Садзагелов-Ивериели. Описание Никозкой Михайло-архангельской церкви в Карталинии, 37

მეგრელიძე, 1952 ივანე მეგრელიძე, სტალინირის და ზემო ნიქოზის სიძველეები, 279

ფოტო

   Fig. 1. ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ტაძრის საამშენებლო წარწერა მიქაელ ეპისკოპოსისა