მასალა: რუხი ქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
ზომა: h 138 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ორსტრიქონიანია. იგი შესრულებულია ტაძრის გუმბათის ჩრდილოეთი სარკმლის ზემო ქვაზე, ლომის ორ გამოსახულებას შორის. w 25 x h 15 cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. 5-7
დათარიღება: X AD (lettering)
სადაურობა: ზემო ნიქოზი, მთავარანგელოზის ტაძარი სოფელ ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ტაძარი მდებარეობს ცხინვალიდან სამი კმ-ის მანძილზე, სამხრეთით.
თავდაპირველი მდებარეობა: ზემო ნიქოზი, მთავარანგელოზის ტაძარი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ზემო ნიქოზი, მთავარანგელოზის ტაძარი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-11-05 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ქრისტე, შეიწყალე იოვანე, დისწული მიქაელ ეპისკოპოსისა.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #94. წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. სიტყვები ერთმანეთისგან არ არის დაცილებული. წარწერის დათარიღების პალეოგრაფიული საფუძველია გრაფემების მოყვანილობა: გრაფემა Ⴊ-ს წრე ზოგჯერ ძალიან დიდია და მოკლე ყელი უერთდება წრეს შუა ადგილზე; გრაფემა Ⴢ-ს ზედა კიდე მარცხნივაა ძლიერ გაზიდული და დიდად სცილდება ქვედა კიდეს; Ⴌ-ს გამხედრულება; გრაფემების ჩამოგრძელება, მიდრეკილება ოთხხაზოვანი ბადისაკენ. სიტყვების გადაბმა, განკვეთილობის გარეშე წერა. ეკლესიის ხუროთმოძღვრული ნიშნები და ჩუქურთმები.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 186-187
ბროსე, 1851 M. Brosset, Rapports VI, 54-55
საძაგელოვი, 1898 Г. Садзагелов-Ивериели. Описание Никозкой Михайло-архангельской церкви в Карталинии, 6
მეგრელიძე, 1952 ივანე მეგრელიძე, სტალინირის და ზემო ნიქოზის სიძველეები, 280