მასალა: მოყვითალო ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 19 x h 12 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია. ფილის ზედაპირის მარჯვენა კიდეზე ლილვის ნაწილია შერჩენილი, მის მარცხნივ კი წარწერის - ფრაგმენტი. w 14 x h 6 cm
ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 2,5-3
დათარიღება: V-VI AD
სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბონის-ხაჩინიდან. წარწერა ბოლნისის სიონის ტერიტორიაზე 1937 წელს აღმოაჩინა კულტურულ ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ მოწყობილმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ლევან მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.
თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 329
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #12. წარწერას განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები არ ახლავს. სიტყვები ერთმანეთისგან არ არის დაცილებული.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 77-78
ბაქრაძე, 1953 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, 43-44