ECG061. ბოლნისის სიონის VII ს. ფრაგმენტი

მასალა: მწვანე ქვა

ობიექტის ტიპი: სტელა

ზომა: w 16 x h 33 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ექვსსტრიქონიანია. დამუშავებულია სტელის სამი გვერდი: I გვერდზე გამოქანდაკებულია რელიეფური, მედალიონში ჩასმული „ბოლნური ჯვარი“, რომლის ზემოთ მცენარეული ორნამენტით შემკული ჯვრის ხარისხებიანი კვარცხლბეკია. მარჯვენა და მარცხენა წიბოებზე გამოქანდაკებულია ლილვი. II გვერდზე, დადაბლებულ ფონზე, ზედა ნაწილში, ხარისხებიანი კვარცხლბეკის რელიეფური გამოსახულების ნაშთია, ხოლო ქვემოთ შემორჩენილია რელიეფური ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი. III გვერდზე, ქვემო ნაწილში, შემორჩენილია იმავე წარწერის მეორე ფრაგმენტი, ორი სტრიქონი. w 13 x h 8 cm w 11 x h 9 cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 3,5-4

დათარიღება: VII AD

სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბონის-ხაჩინიდან. ქვა წარწერებით აღმოჩნდა ქვემო ბოლნისის სამეკლესიან ბაზილიკასთან, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჩამოიტანეს მუზეუმის თანამშრომლებმა 1948 წელს.

თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 147

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
შეწევ-
[ნით]ა
[ღ(მრისაჲ)თა]
2
მე რა[მ-]
აზ გე-

დიპლომატიური

1
ႸႤႼႤႥ
[...]Ⴀ
[....]
2
ႫႤ ႰႠ[.-]
ႠႦ ႢႤ

თარგმანი:

ღმრთის შეწევნით მე, რამაზ, გე...

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #13. წარწერას განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები არ ახლავს.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 78-79

ბაქრაძე, 1953 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, 24

ფოტო

   Fig. 1. ბოლნისის სიონის VII ს. ფრაგმენტი