ECG062. ბოლნისის სიონის VIII ს. ფრაგმენტი

მასალა: მწვანე ქვა

ობიექტის ტიპი: სტელა

ზომა: w 19 x h 25 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია. ფილის ზედაპირზე გამოქანდაკებულია პატარა სამკუთხედებისაგან შემდგარ მედალიონში ჩასმული რელიეფური „ბოლნური ჯვარი“ ბუნზე. ჯვრის ქვემოთ მოთავსებულია წარწერის ფრაგმენტი. w 11 x h 5 cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 2

დათარიღება: V-VI AD

სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბონის-ხაჩინიდან. წარწერა ბოლნისის სიონის ტერიტორიაზე 1937 წელს აღმოაჩინა კულტურულ ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ მოწყობილმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ლევან მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.

თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 329

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ქ(რისტ)ე []
[შ(ეი)წყ]ალე და [შვ(ი)ლ]-
[ნი მის]ნი ყ(ოვე)ლნ[ი]

დიპლომატიური

ႵႤ []
[...]ႠႪႤ ႣႠ [...]
[.. ...]ႬႨ ႷႪႬ[.]

თარგმანი:

ქრისტე, შეიწყალე [...] და მისი შვილები.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #14. წარწერის დათარიღების საფუძველია პალეოგრაფიული ნიშნები: თავგახსნილია Ⴗ გრაფემა. Ⴊ-ს აქვს ოდნავ შესამჩნევი დამატებითი განივი ხაზი.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 79-80

ბაქრაძე, 1953 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, 43

ფოტო

   Fig. 1. ბოლნისის სიონის VIII ს. ფრაგმენტი