ECG063. ბოლნისის მუნიციპალიტეტის VII ს. მოსახსენებელი ფრაგმენტი

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: სტელა

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ორსტრიქონიანია. სტელის ერთ-ერთ წახნაგზე გამოქანდაკებულია წარჩინებულის რელიეფი. მას მახვილი ჰკიდია წელზე და ხელში უჭირავს გრძელი კვერთხი. სვეტს ბოლოში შემორჩა კვადრატული ფეხი, რომლითაც ის იდგმებოდა კვარცხლბეკში. მამაკაცის რელიეფის თავის მარცხნივ შემორჩა ორი მთავრული გრაფემა. მეორე სტრიქონი მთლიანად დაზიანებულია. cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 5,5

დათარიღება: V-VI AD

სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბონის-ხაჩინიდან. ეს სტელა იდგა ბოლნისის სიონის მიდამოებში, ეკლესიის ნანგრევებში, რომელიც მდებარეობს ძველ ნასახლარში, ბაღდადის ხევის ახლოს. სტელა 1957 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩამოიტანა მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლმა: ნ. რეხვიაშვილმა.

თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 544 (არმაზისხევის საცავი)

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

თარგმანი:

შერგილ

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #44. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია გრძელი, სწორი, განივი ხაზი. წარწერის დათარიღების საფუძველია პალეოგრაფიული ნიშნები: Ⴘ გრაფემა ძლიერ გახსნილია ზედა და ქვედა რკალებით, Ⴂ გრაფემა მარცხნივ არის გაზიდული დამატებითი განივი ხაზის გარეშე.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 116

ჩუბინაშვილი, 1940 Н. Г. Чубинашвили, Болнисский сион, 98-99

ფოტო

   Fig. 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის VII ს. მოსახსენებელი ფრაგმენტი