მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: სტელა
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია. სტელის ერთ-ერთ წახნაგზე გამოქანდაკებულია წარჩინებულის რელიეფი, ზევით აწეულ, მოხრილ ხელში უჭირავს ყვავილი. ყვავილისა და თავის გამოსახულების ზევით შემორჩენილია სამივგრაფემა ორ სტრიქონად. მესამე სტრიქონი მთლიანად არის დაზიანებული. cm
ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა
დათარიღება: V-VI AD
სადაურობა: ბოლნისის სიონი
თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 401 (არმაზისხევის საცავი)
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ქრისტე, ადიდე ათანასე.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #45. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია გრძელი, განივი და სწორი ხაზი. წარწერის დათარიღების საფუძველია პალეოგრაფიული ნიშნები: უყელო Ⴃ; Ⴀ - ძლიერ გაშლილი რკალით; შესაძლოა, წარწერა გვიან იყოს ამოკვეთილი სტელაზე (ის არ ეხამება თავისი სტილით გამოსახულების რელიეფს).
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 116-117
ჩუბინაშვილი, 1940 Н. Г. Чубинашвили, Болнисский сион, 94