მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
ზომა: w 21 x h 65 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა შვიდსტრიქონიანია. იგი მდებარეობს ბოლნისის სიონის ფასადზე, სამხრეთის კარის ჩარჩოს მარცხენა გვერდზე. w 19 x h 34 cm
ასოთა მოხაზულობა:
ამოღარული ასომთავრული წარწერა.
3დათარიღება: X AD
სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბონის-ხაჩინიდან.
თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ბოლნისის სიონი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ღმრთის სახელით, წმიდა გიორგის შეწევნით, დავაწესე მე ცოდვილმა ელჲამ კვირას ღამისთევა.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #138. ეს წარწერა პირველად გამოსცა მარი ბროსემ დიბუა დემონპერეს მიერ გადაღებული გრაფიკული მონახაზის მიხედვით. წარწერა შესრულებულია ელია ბოლნელის წარწერის მსგავსი ხელით. იგი XIX საუკუნის შუა წლებში ძლიერ დაზიანებული ყოფილა. ლევან მუსხელიშვილის აზრით, წარწერა გადმოდიოდა კარის მარჯვენა გვერდზე, ამჟამად მისი კვალი აღარ ჩანს. წარწერის დათარიღების პალეოგრაფიული საფუძველია: პალეოგრაფიული და შინაარსობრივი დაკავშრება წარწერისა ელია ბოლნელის წარწერასთან. მარი ბროსემ წარწერა ასე ამოიკითხა: „სახელითა ღუ(თისა)თა ...რს გრიგოლისა დავდევ მე... გლახაკმან ამას კარსა ღამისთევაჲ“.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 250-251
ბროსე, 1840 M. Brosset, Explications, 421-422
მუსხელიშვილი, 1938 ლევან მუსხელიშვილი, ბოლნისი, 341