ECG070. ბოლნისის სიონის X ს. საამშენებლო წარწერა ბოლნელი ეპისკოპოსისა

მასალა: მწვანე ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 91 x h 60 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ექვსტრიქონიანია. იგი მდებარეობს ტაძრის ჩრდილოეთის კარის ძირში (აღმოსავლეთიდან მეორე კარი) და ჩასმულია ორი ამოღარული ხაზისაგან შემდგარ ჩარჩოში. w 38 x h 18 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა 3

დათარიღება: X AD

სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბონის-ხაჩინიდან. ეს წარწერა 1937 წელს აღმოაჩინა კულტურულ ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ მოწყობილმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ლევან მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.

თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ბოლნისის სიონი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

[ს(ა)ხ(ელი)თ]ა ღ(მრ)თ(ი)ს(აჲთ)ა მ(ა)დლ(ი)თა
წ(მიდი)[სა] გრიგოლ(ისაჲ)თა [თ(ევდორ)ე] ბ(ო)ლნე[ლ]
ებ(ის)კ(ოპო)ს(მ)ა გურგ(ე)ნ [ერ]ი(ს)თ(ა)ვ(თ) ერ(ი)-
სთ(ა)ვ(ის)ა [შეწევნითა] ა[ღვა(შენ)ე]
5[ესე წ(მიდა)ჲ] სა[ყ(ო)ფ(ე)]ლჲ ს(ა)ლ(ო)ც(ველა)დ
[ს(უ)ლ(ი)სა ჩ(ე)მ(ი)ს(ა)თჳს] ღ(მერ)თ(მან) შ(ემიწყალ)ე

დიპლომატიური

[...]Ⴀ ႶႧႱႠ ႫႣႪႧႠ
Ⴜ[..] ႢႰႨႢႭႪႧႠ [...] ႡႪႬႤ[.]
ႤႡႩႱႠ ႢႳႰႢႬ [..]ႨႧႥ ႤႰ
ႱႧႥႠ [.........] Ⴀ[....]
5[... ...] ႱႠ[..]ႪჂ ႱႪႺႣ
[..... .......] ႶႧ ႸႤ

თარგმანი:

ღმრთის სახელით, წმიდა გრიგოლის მადლლით, მე, თევდორემ, ბოლნელმა ეპისკოპოსმა, გურგენ ერისთავთ-ერისთავის შეწევნით ავაშენე ეს წმიდა საყდარი ჩემი სულის საოხად, ღმერთმა შემიწყალოს.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #139. წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. სიტყვები ერთმანეთისგან არ არის დაცილებული. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია გრძელი, სწორი, განივი ხაზი. ლევან მუსხელიშვილის ვარაუდით, წარწერა ეპიტაფიაა, მაგრამ მისი შინაარსი ამ ვარაუდს არ ეთანხმება. პალეოგრაფიული ნიშნების საფუძველზე წარწერა მეათე საუკუნითაა დათარიღებული.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 251-252

მუსხელიშვილი, 1938 ლევან მუსხელიშვილი, ბოლნისი, 341-342

ფოტო

   Fig. 1. ბოლნისის სიონის X ს. საამშენებლო წარწერა ბოლნელი ეპისკოპოსისა