ECG071. ანაპის ბერძნულწარწერიანი მარმარილოს ფილის ფრაგმენტი

მასალა: მარმარილო

ობიექტის ტიპი: საფლავის ქვა

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: ფილის ზემო ნაწილში შემორჩენილია რელიეფი, რომლის ქვემოთაც მოთავსებულია 8 სტრიქონიანი ბერძნული წარწერა. წარწერის მარჯვენა ნაწილი განადგურებულია შემდეგ ამოკვეთილი რელიეფური გამოსახულებებით. w 16 x h 25 cm

ასოთა მოხაზულობა: წარწერა გამოყვანილია ლამაზი მთავრულით, დაახლ. თანაბარი ასოებით, სტრიქონები ერთმანეთთან მჭიდროდაა. წარწერის დათარიღების სადუძველია ასოთა მოხაზულობა (α ჩატეხილი შუა ხაზით, არქაული ω, σ - კუთხოვანი სამკბილა, ε და θ-ს ჰორიზონტალური ხაზის მაგივრად აქვთ გაგრძელებული წერტილი, არაა შემოკლებები და ლიგატურები) და ენობრივი ნორმები (დაცულია i adscriptum; დაცულია კლასიკური ბერძნულისა და კოინეს მართლწერის ნორმები). 1 - 1,5 სმ

დათარიღება: I AD (lettering)

სადაურობა: ანაპა

თავდაპირველი მდებარეობა: ანაპა

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Γάστεις καὶ Ἀδε[ίμαντος]
οἱ Χορηγίωνος χ[αίρετε].
Πρόσθε μὲν ἡδὺν ἐγὼ φ[αιδρῶς] Γάστεις [βίον ἔζην]
συμβίῳ κουριδίῳ τέκ[να δύο προλιπών]
5 νῦν δέ μοι εἰς Ἀϊδαο [δόμον φίλος ἕσπετ’ ἀδελφός]
σεμνὴν θυγατέρα κ[τῆμ΄ ἀφιεὶς γαμετῇ]
θαυμασίους πάτρας μ[ιμούμενοι ἔργμασι φώς]
ἀϊδίου τύχομεν κήδ[εος ἀμφότεροι]

დიპლომატიური

ΓΑΣΤΕΙΣΚΑΙΑΔΕ[.......]
ΟΙΧΟΡΗΓΙΩΝΟΣΧ[......]
ΠΡΟΣΘΕΜΕΝΗΔΥΝΕΓΩΦ[......]ΓΑΣΤΕΙΣ[........]
ΣΥΜΒΙΩΚΟΥΡΙΔΙΩΤΕΚ[.............]
5ΝΥΝΔΕΜΟΙΕΙΣΑΙΔΑΟ[.......................]
ΣΕΜΝΗΝΘΥΓΑΤΕΡΑΚ[................]
ΘΑΥΜΑΣΙΟΥΣΠΑΤΡΑΣΜ[...................]
ΑΙΔΙΟΥΤΥΧΟΜΕΝΚΗΔ[............]

თარგმანი: (ka)

გასტის და ადიმანტე, ხორეგიონის ძენო, მშვიდობით. მე გასტისი უწინ ნათლად, ტკბილი ცხოვრებით ვცხოვრობდი, დავუტოვე ორი შვილი კანონიერ თანამეცხედრეს. ახლა კი ჰადესის სამკვიდრებელში გამომყვა საყვარელი ძმა. მან მშვენიერი ასული საუნჯედ დაუტოვა მეუღლეს. საქმიანობით ვბაძავდი სამშობლოს საოცარ ვაჟკაცებს, ორივემ დავიმკვიდრეთ სამარადისო განსასვენებელი.

კომენტარი:

წარწერა მოასწავებს იმას, რომ ფილა უნდა ყოფილიყო საფლავის ქვა.

უდავოა, რომ წარწერა საფლავისაა და მისი პირველი 2 სტრიქონი უეჭველად არის აღდგენილი (თუ არ ჩავთვლით სახელს, Ἀδείμαντος - ასეთი სახელი შავიზღვისპირეთში სხვა წარწერებში დადასტურებული არ არის, სამაგიეროდ იგი საკმაოდ გავრცელებულია თვით საბერძნეთში, ეტიმოლოგიაც ბერძნული აქვს). რაც შეეხება დანარჩენს, რაც გაგებულია როგორც სამი ელეგიური დისტიქი, იქ უეჭველია ის, რაც ტექსტშია: "უწინ მე ტკბილი... | კანონიერი თანამეცხედრე... | ახლა ჩემთან ჰადესში...| მშვენიერი ასული... | სამშობლოს საოცარი... | სამარადისო განსასვენებელი დავიმკვიდრეთ". ყოველივე დანარჩენი არის ვ. ლატიშევის ნიჭიერი მიგნების სავარაუდო ნაყოფი.

ტექსტი აღდგენილია ვ. ლატიშევის მიერ (IPE II, ,, 419, 223). აღდგენა, ცხადია, პირობითია, მაგრამ მეტად სარწმუნოა ყველა სხვა გამოცემასთან შედარებით.

როგორც ჩანს, წარწერა 2 ძმის (გასტისისა და ადიმანტეს) ეპიტაფიას წარმოადგენდა. ჯერ გარდაცვლილა გასტისი და შემდეგ ადიმანტე. გარდაცვლილები ახალგაზრდანი ჩანან. სახელებს, გასტისსა და ხორეგიონს, სპეციალისტები ბოსფორის წარწერებში არა ერთგზის დადასტურებულად მიიჩნევენ.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 253-254

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 243-244

ფოტო

   Fig. 1. ანაპის საფლავის ქვა, 1880