მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ლორფინი
ზომა: w 32 x h 39 cm
წარწერიანი ზედაპირი: w 7 cm
ასოთა მოხაზულობა:
რელიეფური ასომთავრული წარწერა.
დათარიღება: VI A.D. (lettering)
სადაურობა: უკანგორი სოფ. უკანგორის მეორე, დანგრეული ეკლესიის მახლობლად 1937 წ. ზაფხულში ძეგლს მიაკვლია დმანისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ლ. მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით.
თავდაპირველი მდებარეობა: უკანგორი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიის ფარგლებში.
კომენტარი:
ლორფინის ზედა ნაწილზე ამოკვეთილია მცენარეული ორნამენტი, ხოლო ორნამენტის ქვეშ - მცირე სამკუთხედებისაგან შედგენილ რელიეფურ ჩარჩოიან მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვარი. ჯვრის მკლავები ორმაგი კონტურებითაა შემოვლებული. ჯვრის ქვეშ ყოფილა, დადაბლებულ სწორკუთხოვან ფონზე ამოკვეთილი ორსტრიქონიანი რელიეფური წარწერა. საიდანაც შემორჩა მხოლოდ ორ-ორი გრაფემა თითოეული სტრიქონის ბოლოს. დაზიანება: ქვის სირბილის გამო წარწერის ორივე სტრიქონი, გარდა ორ-ორი ბოლო გრაფემისა, მოტეხილია. წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: 1. პალეოგრაფიული ნიშნები: თავშეკრული , რელიეფურობა, დუქტუსი; 2. "ბოლნური ჯვარი".
ბიბლიოგრაფია: (principalEdition)
შოშიაშვილი, 1980ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 91
სარჯველაძე, დანელია, 1997 ზ. სარჯველაძე, კ. დანელია, ქაული პალეოგრაფია, 25-26
მუსხელიშვილი, 1941 ლ. მუსხელიშვილი, არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, 8-23
მუსხელიშვილი, 1941 ლ. მუსხელიშვილი, უკანგორის ისტორიული ნაშთები, 159-182
სარჯველაძე, დანელია, 1997 ვ. შუბითიძე, ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია მონასტრები, 68