ECG080. ზარზმის ივანე სულასძის წარწერა ეგუტერის აშენებისა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ათსტრიქონიანია cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: 980 AD

სადაურობა: ზარზმის მონასტერი ივანე სულასძის წარწერა თავის დროზე ამოკვეთილი უნდა ყოფილიყო არქიტრავის მონუმენტურ ქვის ფილაზე

თავდაპირველი მდებარეობა: ზარზმის მონასტერი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ზარზმის მონასტერი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

†ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთ)ი(საჲ)თა და წ(მიდი)სა ღ(მრ)თ(ი)სმ-
შობ(ე)ლისა მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თა მე ივ(ა)ნე ძემ(ა)ნ სო(ჳ)ლ(ა)-
სმ(ა)ნ აღვაშ(ე)ნე წ(მიდა)ჲ ეგ(უ)ტ(ე)რი მას ჟ(ა)მ-
სა ოდ(ე)ს საბ(ე)რძნ(ე)თს გადგა სკ-
5ლიაროსი
დავ(ი)თ კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)ტი ად(ი)დ(ე)ნ
ღ(მერთმა)ნ ო(ჳ)შ(ო)ჳ(ე)ლა წ(მიდა)თა მ(ე)ფ(ე)თა და ჩ(უე)ნ
ყ(ოველ)ნი ლაშქარს წა(რ)გ(უავ)ლ(ი)ნნა სკლია-
როსი
გავ(ა)ქციეთ მე მ(ა)ს ქ(უე)ყ(ა)ნ(ა)სა რ-
(ომე)ლსა ჰ(რ)ქ(ჳა)ნ ხარსანანი ადგილსა რ(ომე)ლ-
10სა ჰ(რ)ქ(ჳა)ნ სარვენისნი მო(ჳ)ნ ესუენა ტახტი

დიპლომატიური

†ႱႾႪႧႠ ႶႨႧႠ ႣႠ ႼႱႠ ႶႧႱႫ
ႸႭႡႪႨႱႠ ႫႾႡႧႠ ႫႤ ႨႥႬႤ ႻႤႫႬ ႱႭႪ
ႱႫႬ ႠႶႥႠႸႬႤ ႼჂ ႤႢႲႰႨ ႫႠႱ ႯႫ
ႱႠ ႭႣႱ ႱႠႡႰႻႬႧႱ ႢႠႣႢႠ ႱႩ
5ႪႨႠႰႭႱႨ
ႣႠႥႧ ႩႰႮႪႲႨ ႠႣႣႬ
ႶႬ ႭႸჃႪႠ ႼႧႠ ႫႴႧႠ ႣႠ ႹႬ
ႷႬႨ ႪႠႸႵႠႰႱ ႼႠႢႪႬႬႠ ႱႩႪႨႠ
ႰႭႱႨ
ႢႠႥႵႺႨႤႧ ႫႤ ႫႱ ႵႷႬႱႠ Ⴐ
ႪႱႠ ჀႵႬ ႾႠႰႱႠႬႠႬႨ ႠႣႢႨႪႱႠ ႰႪ
10ႱႠ ჀႵႬ ႱႠႰႥႤႬႨႱႬႨ ႫႭႬ ႤႱႳႤႬႠ ႲႠႾႲႨ

თარგმანი: (ka)

† ღვთის სახელით და წმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, მე, ივანე სულას ძემ, ავაშენე წმინდა ეკუდერი. იმ დროს, როდესაც საბერძნეთში განდგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდოს ღმერთმა, უშველა წმინდა მეფეებს და ჩვენ ყველანი სალაშქროდ წარგვავლინა. სკლიაროსი გავაქციეთ. მე იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია ხარსანანი და ადგილს, რომელსაც ჰქვია სარვენისნი, იქ ესვენა ტახტი...

კომენტარი:

ზარზმის მონასტერი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ივანე სულასძის წარწერა თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით სცილდება საქართველოს ფარგლებს და ბიზანტიის იმპერიის ისტორიის ფაქტს - 979 წელს საიმპერატორო კარის წინააღმდეგ ცნობილი სარდლის, ბარდა სკლიაროსის, აჯანყებას ეხმიანება. წარწერის ავტორი, ივანე სულას ძე, როგორც ჩანს, ჩორჩნელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელი, მონაწილე ყოფილა იმ 12 ათასიანი მხედრული ლაშქრისა, რომელიც დავით კურაპალატმა წარავლინა თორნიკეს სარდლობით და საიმპერატორო კარის თხოვნით ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ. ამ ლაშქრობაში მოპოვებული „ნატყუენავით“ ივანე სულას ძეს „წმინდა ეგტერი“, ე. ი. თავისი და მისი ოჯახის სამარხავი აუშენებია. წარწერა მასში დასახელებული ანთროპონიმებითა და ტოპონიმებითაც არის საინტერესო. კერძოდ, იქ ორგზის იხსენიება სკლიაროსი, ასევე, დავით კურაპალატი, თვით წარწერის ტექსტის მთავარი გმირი - ივანე სულას ძე. დასახელებულია საბერძნეთი, „ქუეყანა ხარსანანი“, „ადგილი სარვენისნი“ და სხვ. წარწერის პირველმა ნახევარმა თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე. სამწუხაროდ, წარწერის მეორე ნახევარი ძლიერ დაზიანდა, შემორჩენილია მხოლოდ სტრიქონთა დასაწყისები.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, კატალოგი-გზამკვლევი, 16-17; 51-52

ფოტო

   Fig. 1. ზარზმის ივანე სულასძის წარწერა ეგუტერის აშენებისა