მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ტრაპეზის ქვა
ზომა: w 40 x h 115 x d 50 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ექვსსტრიქონიანია. ტრაპეზის ზედა ნაწილი ოთხივე მხარეს გამოწეულია და მასზე ამოკვეთილია წარწერის პირველი სტრიქონი. გამოწეული მხარის სიმაღლე - 12 სმ-ია, წარწერის ფართი 55×40. w 40 x h 115 cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა 4-5
დათარიღება: 995 AD
სადაურობა: ფიის წმინდა თეოდორეს ეკლესია ნასოფლარი ფია (ასპინძის მუნიციპალიტეტი) მდებარეობს ვარძიასთან ახლოს, ხერთვისიდან 5 კმ-ში, ხოლო ასპინძიდან 20-22 კმ მანძილზე სამხრეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ნასოფლარის ჩრდილო-დასავლეთით, მთის ფერდობზე, დგას მცირე ზომის წმინდა თეოდორეს სახელობის ეკლესია. მასზე შემორჩენილია X საუკუნის 2 წარწერა, რომელთაც 1949 წელს მიაკვლია გ. გაფრინდაშვილმა. ტრაპეზის ქვა ეკლესიის საკურთხევლის იატაკის ამოკვეთილ ბუდეში იდგა, ხოლო 1949 წელს იგი გ. გაფრინდაშვილმა გამოიტანა ეკლესიის ეზოში ფოტოსურათის გადასაღებად.
თავდაპირველი მდებარეობა: ფიის წმინდა თეოდორეს ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ფიის წმინდა თეოდორეს ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი, ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ღვთის სახელით მე, ჩქარმა, და ჩემმა ძმებმა დავდგით ეს ეკლესია, ქრონიკონი იყო 215.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსი მიხედვით, #150. საამშენებლო წარწერა უნდა ეკუთვნოდეს ქტიტორს ან ხუროთმოძღვარს. უფრო მისაღები ვარაუდი მეორე ჩანს. ვალერი სილოგავას აზრით, საინტერესოა, რომ წარწერაში ეკლესიის აშენების ფაქტი გადმოცემულია სიტყვით „დავდგი“ და არა „აღვაშენე“, როგორც ეს სხვა შემთხვევებშია (შეიძლება ეს გამოწვეულია იმით, რომ წარწერა ამოკვეთილია ტრაპეზის ქვაზე, რომელიც „დაიდგმებოდა“ და არა „აღეშენებოდა“). წარწერა მნიშვნელოვანია პალეოგრაფიულადაც, ის თარიღიანია, ამდენად, თავისთავად დასაყრდენი წერილობითი ძეგლი უთარიღო წარწერების დათარიღებისათვის და, მეორეც, მასში „ლასი“ გადმოცემულია ასომთავრული („სახელითა“ - 1 სტრქ.) და ნუსხური („ეკლესიაჲ“ - მე-4 სტრქ.) დაწერილობით - ამით დოკუმენტურად, თარიღით, დადასტურებულია ასომთავრულში ნუსხური ასოების (პირველ რიგში და ყველაზე ადრე „ლასის“) შერევის ფაქტი, რომელსაც X ს-ში დაწყებულად მიიჩნევდნენ. წარწერაში განკვეთილობის ნიშნები და ქარაგმები არ არის გამოყენებული. სიტყვები ერთმანეთს არ არის დაცილებული.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 269-270
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169