ECG083. აგარის (ურვალის) თეოდორეს წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა თერთმეტსტრიქონიანია. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ცენტრალური სარკმლის ზემოთ ჩასმულია ფილა, რომელზედაც წარმოდგენილია რელიეფური კომპოზიცია - მთელი ტანით გამოსახული ქტიტორი ეკლესიის მოდელით ხელში ვედრების პოზით მიმართულია ფილის მარჯვენა ნაწილში გამოსახული მაცხოვრისაკენ. მაცხოვარი წარმოდგენილია მთელი ტანით, ტახტზე მჯდომარე, მაღლა შემართული მარჯვენით, რომლითაც იგი კურთხევის ნიშნად ეხება ეკლესიის მოდელს. ფილის მარჯვენა მხარეს, ქტიტორის უკან, დატოვებულია განიერი არშია (სიგანე - 17 სმ), რომელზედაც ამოკვეთილია წარწერა. ბოლო სტრიქონი, არშიის გარეთ, გრძელდება ქვემოთ, ფილის მთელ სიგანზე. cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა, კიდურწერტილოვანი, ლამაზი, თანაბარასოიანი

დათარიღება: X AD (context)

სადაურობა: აგარის (ურვალის) ეკლესია

თავდაპირველი მდებარეობა: აგარის (ურვალის) ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: აგარის (ურვალის) ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ს(ა)ხ(ე)ლითა
ღ(მრთისა)ჲთა მე
თ(ეოდორ)ე აღვა-
შ(ე)ნე ესე
5სტოაჲ
ს(ა)ლ(ო)ცვ(ე)ლ(ა)დ
ამის ად-
გ(ი)[ლ]ისა ო(ჳფლის)ა
თ(ეო)დ(ორესა)თჳს ღ(მერთმა)ნ
10აკ(ურთ)ხ(ე)ნ და
ყ(ოველ)ნი შვილ[ნ]ი ამის ეკლ[ესი(ი)სანი] შ(ეიწყალე)ნ

დიპლომატიური

ႱႾႪႨႧႠ
ႶჂႧႠ ႫႤ
ႧႤ ႠႶႥႠ
ႸႬႤ ႤႱႤ
5ႱႲႭႠჂ
ႱႪႺႥႪႣ
ႠႫႨႱ ႠႣ
Ⴂ[.]ႨႱႠ ႭႠ
ႧႣႧჃႱ ႶႬ
10ႠႩႾႬ ႣႠ
ႷႬႨ ႸႥႨႪ[.]Ⴈ ႠႫႨႱ ႤႩႪ[.......] ႸႬ

თარგმანი:

ღვთის სახელით მე, თეოდორემ, ავაშენე ეს სტოა ამ ადგილის სალოცველად უფლისა თეოდორესათვის, ღმერთმა აკურთხოს და ამ ეკლესიის ყოველი შვილი შეიწყალე, [უფალო].

კომენტარი:

ურავლის აგარაში მოზრდილი სამონასტრო კომპლექსი ყოფილა, შემორჩენილ ნაგებობათაგან მნიშვნელოვანია ორი - ეკლესია და სატრაპეზო. ორივეზე მოიპოვება ასომთავრული საამშენებლო წარწერები. ეკლესიის წარწერა X საუკუნისაა, ხოლო სატრაპეზოსი - XI საუკუნისა. აგარის ეკლესიის წარწერის მიხედვით, სხვა წყაროებით უცნობ ვინმე თეოდორეს აუშენებია სტოა - ეკლესიის გარშემოსავლელი. ვალერი სილოგავას აზრით, ვინაიდან წარწერიანი ფილა ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის ზემოთაა ჩასმული (იგი მისი ზედა და ქვემო ჭრილით კარგად არის მორგებული სარკმლის ღიობს, თუმცა აცდენილია სიგანით ღიობის ორივე მხარეს აყოლილ ორნამენტს), ხოლო ტაძრის გარშემო სტოა არსად ჩანს, აშკარაა, რომ იგი თავდაპირველ ადგილას არ ზის და აქ მეორედ გამოყენების შედეგად არის მოხვედრილი. ფილაზე, მარცხნივ, წარმოდგენილია ქტიტორი, მთელი ტანით, ოდნავ მარცხნივ მიბრუნებით და ეკლესიის მოდელით ხელში, რომელსაც მიართმევს მარჯვნივ გამოსახულ მაცხოვარს. მაცხოვარს მაკურთხებელი მარჯვენა დარბაზული ეკლესიის სახურავზე აქვს შეხებული. ვალერი სილოგავას აზრით, ეს წარწერა X საუკუნის იმ რელიეფების ჯგუფში თავსდება (ოპიზა, ბრეძა, ახაშენი, ოშკი, ჯოისუბანი, ქოროღლო, ფეთობანი, კვაისა-ჯვარი...), რომლებზედაც წარმოდგენილია ქტიტორების გამოსახულება ეკლესიის მოდელით ხელში. ასეთი კომპოზიცია დამახასიათებელია სწორედ აღნიშნული დროის ქართული საეკლესიო სკულპტურისათვის.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

სილოგავა, 1983 ვალერი სილოგავა, სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ, 273-274

ფოტო

   Fig. 1. აგარა (ურვალის)