ECG084. აგარის (ურვალის) სატრაპეზოს წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 148 x h 79 x d 32 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ათსტრიქონიანია. იგი მოთავსებულია მონასტრის სატრაპეზოს შესასვლელის ტიმპანზე ჩრდილოეთის მხრიდან. პირველი რვა სტრიქონი ამოკვეთილია ფილის ცენტრში ზედაპირის დადაბლებით შექმნილ ოთხკუთხა ჩარჩოში, ხოლო ბოლო ორი სტრიქონი - ჩარჩოს ქვემოთ და მის გარეთ w 43 x h 47 cm w 98 x h 16 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა, კიდურწაისრული. ამოღარულია ღვინისფერ ქვის ბლოკზე 3-7-10

დათარიღება: XI AD (lettering)

სადაურობა: აგარის (ურვალის) ეკლესია

თავდაპირველი მდებარეობა: აგარის (ურვალის) ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: აგარის (ურვალის) ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისა)ჲთა და მ(ეო)-
ხ(ე)ბ(ი)თა წ(მიდ)ისა ი(ოვა)ნე ნ(ა)თ(ლი)სმცე-
მლ(ი)ს(აჲ)თა ე(რისთავთ)ე(რისთავ)თა ბეშქენ
და მ(უ)რვ(ა)ნის მლოცვ-
5ელმ(ა)ნ მე ეფრემ ჴ-
ელვყ(ა)ვ შენებ(ა)დ
ტრ(ა)პ(ე)ზსა ამ(ა)ს და გ-
ამიკუეთეს აღაპი
ს(აუ)კ(უ)ნ(ო)ჲ ს(ამე)ბობ(ა)ჲ და ვინცა შემიცვ(ა)ლოს
10კრ(უ)ლმცა არს ღ(მრთ)ისა პირითა

დიპლომატიური

ႱႾႪႧႠ ႶჂႧႠ ႣႠ Ⴋ
ႾႡႧႠ ႼႨႱႠ ႨႬႤ ႬႧႱႫႺႤ
ႫႪႱႧႠ ႤႤႧႠ ႡႤႸႵႤႬ
ႣႠ ႫႰႥႬႨႱ ႫႪႭႺႥ
5ႤႪႫႬ ႫႤ ႤႴႰႤႫ Ⴤ
ႤႪႥႷႥ ႸႤႬႤႡႣ
ႲႰႮႦႱႠ ႠႫႱ ႣႠ Ⴂ
ႠႫႨႩႳႤႧႤႱ ႠႶႠႮႨ
ႱႩႬჂ ႱႡႭႡჂ ႣႠ ႥႨႬႺႠ ႸႤႫႨႺႥႪႭႱ
10ႩႰႪႫႺႠ ႠႰႱ ႶႨႱႠ ႮႨႰႨႧႠ

თარგმანი:

ღმრთის სახელით და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მეოხებით ერისთავთ-ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმა მე, ეფრემ, ჴელვყავ აშენება ამ ტრაპეზისა. დამიდგინეს საუკუნო აღაპი სამებობა დღეს და ვინც შემიცვალოს, კრულმცა არს ღმრთის პირით.

კომენტარი:

ურავლის აგარაში მოზრდილი სამონასტრო კომპლექსი ყოფილა, შემორჩენილ ნაგებობათაგან მნიშვნელოვანია ორი - ეკლესია და სატრაპეზო. ორივეზე მოიპოვება ასომთავრული საამშენებლო წარწერები. ეკლესიის წარწერა X საუკუნისაა, ხოლო სატრაპეზოსი - XI საუკუნისა. წარწერა საინტერესოა ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენელთა - ბეშქენისა და მურვანის - მოხსენიების გამო, რომლებიც, ვალერი სილოგავას აზრით, შესაძლებელია, გავაიგივოთ კორიდეთის ოთხთავის მინაწერ საბუთებში დასახელებულ ბეშქენსა და მურვანთან. ისინი ძმები უნდა იყვნენ. ერთი თუხარისის, ხოლო მეორე - ყველის ერისთავია. ყველა მონაცემით, მათ შორის, წარწერის პალეოგრაფიული ნიშნებით (კლასიკური კიდურწაისრულობა), ისინი XI ს-ის მოღვაწეებია - შუა ხანების ან მეორე ნახევრისა. ამიტომ აგარის მონასტრის სატრაპეზოც ამ დროით უნდა დათარიღდეს. წარწერის მიხედვით, ბეშქენ და მურვან ერისთავთ ერისთავთა მლოცველ ეფრემს აგარის მონასტრისათვის აუშენებია სატრაპეზო (იგივე „ტრაპეზი“, როგორც ეს წარწერაშია). მლოცველი აქ არ ნიშნავს, რომ წარწერაში დასახელებულმა მაღალი რანგის მოხელეებმა იგი აგარაში დაადგინეს. ეფრემი მხოლოდ მათთან დაახლოებული სასულიერო პირია, რომელიც მათი მლოცველია, თავის ლოცვებში მომხსენებელია. ეს მეტი სიცხადით წარწერის ტექსტის მომდევნო ნაწილიდან ჩანს, სადაც ეფრემი წერს, რომ „გამიკუეთეს აღაპი საუკუნოჲ“, ე. ი. მისთვის აღაპიც დაუდგენიათ სამებობა დღეს (აღდგომის მომდევნო კვირის, ანუ ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს) სატრაპეზოს აშენებისათვის. მაშასადამე, იგი რომ ბეშქენ და მურვან ერისთავთ ერისთავთა მწირველი იყოს, მათი მოხსენიების კონკრეტულ დღესაც დაასახელებდა, ისე როგორც ეს აღნიშნა თავისი მოხსენიების დღის შესახებ.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

სილოგავა, 1983 ვალერი სილოავა, სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ, 275-276

ფოტო

   Fig. 1. აგარა (ურვალის)