ECG086. წუნდის იჩქით გურგენისძის წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: XII AD (historical, context, prosopography)

სადაურობა: წუნდის ეკლესია წუნდის პატარა ეკლესია მდებარეობს მთაზე, რომელიც ვარძიისკენ მიმავალი გზის ხელმარცხნივ დგას ბუნებრივ და ნაწილობრივ ხელით ამოყვანილ სუბსტრუქციაზე. წუნდის ეკლესიის წარწერა 1850 წლიდან არის ცნობილი, იგი გამოაქვეყნა მარი ბროსემ (M. Brosset, Rapports sur un voyage archéologique dans la Géorgie et dans I’Armenie, II, St.Pb., 1850, 165).

თავდაპირველი მდებარეობა: წუნდის ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: წუნდის ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

†ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისა)ჲთა მე იჩქ(ი)თმ(ა)ნ გ(უ)რგ(ე)ნისძემ(ა)ნ
აღვ(ა)შ(ე)ნე ეკლ(ე)ს(ია)ჲ ესე მ(ა)მ(უ)ლი ჩ(უე)ნი ს(ა)ხ(ე)ლსა ზ(ედ)ა წ(მიდ)ისა
ნ(ა)თლისმც(ე)მ(ლი)ს(ა)სა ს(ა)ლ(ო)ცვ(ელა)დ ჩემთ(ჳ)ს და მშ(ო)ბ(ე)ლთა ჩ(ე)მთათ(ჳ)ს

დიპლომატიური

†ႱႾႪႧႠ ႶჂႧႠ ႫႤ ႨႹႵႧႫႬ ႢႰႢႬႨႱႻႤႫႬ
ႠႶႥႸႬႤ ႤႩႪႱჂ ႤႱႤ ႫႫႪႨ ႹႬႨ ႱႾႪႱႠ ႦႠ ႼႨႱႠ
ႬႧႪႨႱႫႺႫႱႱႠ ႱႪႺႥႣ ႹႤႫႧႱ ႣႠ ႫႸႡႪႧႠ ႹႫႧႠႧႱ

თარგმანი:

ღმრთის სახელით მე, იჩქითმა, გურგენის ძემ, ავაშენე ეს ეკლესია, ჩუენი მამული, წმიდა ნათლისმცემლის სახელზე, სალოცველად ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის.

კომენტარი:

ვალერი სილოგავას აზრით, წარწერის ტექსტში იჩქით გურგენისძე ერთგვარი ხაზგასმით აღნიშნავს, „აღვაშენე ეკლესიაჲ ესე, მამული ჩუენიო“. როგორც ჩანს, წუნდა და მისი მიდამოები, ვრცელი ადგილი ვანის ქვაბების ტერიტორიის ჩათვლით, ძველი დროიდანვე, ჯერ კიდევ თამარის მეფობამდე და შეიძლება თვით XII საუკუნემდე, გურგენისძეთა სამამულო სამფლობელო ყოფილა. XII საუკუნის ბოლოს ვარძიის გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის შემდეგ, როდესაც იგი და, ალბათ, მის გარშემო მიდამოები სამეფო სამფლობელოდ გადაიქცა, გურგენისძეთა სამფლობელოსაც სამეფო სამფლობელოდ გადაქცევის საფრთხე დაემუქრა და იჩქითი ორ სხვადასხვა წარწერაში (ერთი წუნდაში, მეორე ვანის ქვაბებში) საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეს ადგილები გურგენისძეთა სამკვიდრებელია, ისინი მისი მამულია. 1204 წლიდან, როგორც ვანის ქვაბების ანტონ ჭყონდიდელის ზღუდის აშენების წარწერიდან ჩანს, აქ უკვე სამშენებლო სამუშაოებს მეფის მოხელე ჭყონდიდელ- მწიგნობართუხუცესი აწარმოებს, რაც იჩქითის მამულის სამეფო მფლობელობაში გადასვლის ნიშანი და საბუთია. ვალერი სილოგავა აქედან იმასაც ასკვნის, რომ იჩქით გურგენისძის წარწერის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი 1204 წელია. ხოლო ქვედა ზღვარი, ალბათ, თამარის მეფობის დასაწყისი (1184). მკვლევარი ყურადღებას აქცევს ერთ გარემოებასაც, იჩქით გურგენისძე არ ახსენებს არც მემკვიდრეებს, არც სანათესაოს. თუმცა წარწერის ბოლოს იგი წერს: „სალოცველად ჩემთჳს და მშობელთა ჩემთათჳს“, რაც იმას ნიშნავს, რომ წუნდის წარწერის შესრულების დროისათვის იჩქითის მშობლები ცოცხლები არიან. როგორც ჩანს, იგი უმემკვიდროდ გადაეგო და ასეთ შემთხვევაში, არსებული წესის თანახმად, უმემკვიდრეო სამფლობელო ისედაც მეფის საკუთრებაში გადადიოდა.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

ფოტო

   Fig. 1. წუნდის იჩქით გურგენისძის წარწერა