შ(ინ)ა ს(უ)[ფ(ე)ვ(ა)თა მ](ე)ფე-
თა [მ(ე)ფე დ]ა დ(ე)დ(ო)[ფ](ა)ლი
თ(ა)მ(ა)რ წე[ლსა] მ(ე)ფ(ო)ბისა მ-
5(ა)თსა კ ანტ(ო)ნ [ჭ](ყონდიდელი)სა მ(იე)რ
აღ(ე)შენა ზღ(უ)დე ესე შ(ეიწ)-
[ყ(ა)ლ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ] ა(მე)ნ
მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა შვიდსტრიქონიანია cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა
დათარიღება: 1204 AD (internal date)
სადაურობა: ვანის ქვაბები
თავდაპირველი მდებარეობა: ვანის ქვაბები
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
ქრისტე, ადიდე ორივე სოფელში მეფეთა მეფე და დედოფალი თამარი, მათი მეფობის მეოცე წელს ანტონ ჭყონდიდელმა ააშენა ეს ზღუდე, ღმერთმა შეიწყალოს, ამინ.
ვალერი სილოგავს დათარიღებით, ზღუდე აშენებულა და წარწერა გაკეთებულა 1204 წელს (1184+20). ვანის ქვაბები ამ დროისათვის უკვე სამეფო მონასტერი ყოფილა (მანამდე იგი გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საკუთრება იყო), რადგან მეფის მოხელე, მისი ვაზირი, სხვის სამფლობელო, საბატონო მონასტერს არც ზღუდეს აუშენებდა და არც სხვა სამშენებლო სამუშაოებს ჩაატარებდა. ეს თვალსაზრისი იმითაც მტკიცდება, რომ დავით აღმაშენებლის მიერ შიომღვიმისადმი 1124 წელს შედგენილი ანდერძის მიხედვით, სამეფო მონასტრები მწიგნობართუხუცესთა მისახედი იყო. ხოლო ეს თანამდებობდა თამარ მეფის დროს სწორედ ანტონ ჭყონდიდელს ეკავა, სანამ მას კათალიკოს-პატრიარქი მიქაელ მირიანისძე მისტაცებდა, ხოლო ანტონი გარეჯში წავიდოდა სამოღვაწეოდ. მიქაელ მირიანისძის გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფემ იგი სამეფო კარზე კვლავ ვაზირად დააბრუნა და ძველ უფლებებში აღადგინა.
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169