მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია. იგი ტაძრის ხუროთმოძღვრისეულია, ამოკვეთილია წმ. საბას ტაძრის დასავლეთის კარიბჭის დასავლეთისავე სარკმლის ორნამენტული საპირეს ზედა, მომრგვალებულ ნაწილზე cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. კვეთის ღარები წითელი საღებავით არის ამოვლებული და მას დეკორატიული დატვირთვა აქვს
დათარიღება: XIII AD (context)
სადაურობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
თავდაპირველი მდებარეობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
† სრულ იქმნა ეს საყდარი საძირკვლითურთ მთლიანად ფარეზასძის ხელით, შეუნდოს ღმერთმა.
კომენტარი:
საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. ვალერი სილოგავას აზრით, ფარეზასძის წარწერა უყურადღებოდ არის შესრულებული, რადგან მასში გამოტოვებულია ხუროთმოძღვარ ფარეზასძის სახელი („გიორგი“ - აღმოჩნდა ტაძრის კეხზე შემოდგმულ ეკლესიის მოდელზე, რომელიც ამჟამად ახალციხის ისტორიულ მუზეუმში ინახება). გარდა ამისა, წარწერის შემსრულებელს გამორჩენია სიტყვა „ფერითა“, რომელსაც აუცილებლად მოითხოვს წინმიმავალი ტექსტი - იგი წითელი საღებავით მოუწერია ტაძრის კედელზე, ჰორიზონტალურად, მომრგვალებული სტრიქონის გასწვრივ.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169