ECG092. თმოგვის მურვან კჳითხისძის წარწერა

მასალა: ნაცრისფერი ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 77 x h 43 x d 17 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ხუთსტრიქონიანია. სტრიქონებს შორის გავლებულია პარალელური, განივი ხაზები: მანძილი მათ შორის 7,5-8 სმ. cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა 6-6,5

დათარიღება: 1350 (internal date)

სადაურობა: თმოგვის ციხე სამეცნიერო წრეებისათვის ამ წარწერის შესახებ ცნობილი 1953 წელს გახდა

თავდაპირველი მდებარეობა: თმოგვის ციხე

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

†[შ]ეწ[ე]ვნითა და ძლ(ი)ერ(ე)ბ(ი)თა ვარძი(ი)სა ღ-
[(მრ)თ(ი)]სმშ(ო)ბლ(ი)ს(აჲ)თა ქ(რონი)კ(ონ)ს ლჱ დავ(ი)წყე
[ზ]ღუდე ესე მე მეფეთ მეფი[ს]
დ(ავი)თ(ი)ს ვ(ა)რძ(იელ)მ(ა)ნ ს(ა)წოლის მწიგნ(ო)ბ(ა)რმ(ა)[ნ]
5თმოგ(უ)ს მ(უ)რვ(ა)ნ კჳთხ(ი)სძ(ე)მ(ა)ნ თ(ევდორ)ე დ(ად)გა

დიპლომატიური

†[.]ႤႼ[.]ႥႬႨႧႠ ႣႠ ႻႪႤႰႡႧႠ ႥႠႰႻႨႱႠ Ⴖ
[.]ႱႫႸႡႪႱႧႠ ႵႩႱ ႪჁ ႣႠႥႼႷႤ
[.]ႶႳႣႤ ႤႱႤ ႫႤ ႫႤႴႤႧ ႫႤႴႨ[.]
ႣႧႱ ႥႰႻႫႬ ႱႼႭႪႨႱ ႫႼႨႢႬႡႰႫ[.]
5ႧႫႭႢႱ ႫႰႥႬ ႩჃႧႾႱႻႫႬ ႧႤ ႣႢႠ

თარგმანი:

† ვარძიის ღვთისმშობლის შეწევნითა და ძლიერებით, ქორონიკონსა ლჱ (38) დავიწყე ამ ზღუდის შენება თმოგვს მე, მეფეთ-მეფე დავითის ვარძიელმა საწოლის მწიგნობარმა, მურვაბ კჳთხისძემ, თევდორემ დადგა.

კომენტარი:

თმოგვის მურვან კჳითხისძის წარწერა ამჟამად დაცულია ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ქვის ძეგლების საცავში, სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ გამოქვაბულში. წარწერის მიხედვით, 1350 (ქრონიკონი ლჱ - 1312+38) წელს დავით მეფეთა მეფის (1246-1270) ვარძიელ საწოლის მწიგნობარს (მწიგნობართუხუცესის ერთ-ერთი მოადგილე და, მაშასადამე, სამეფო კარის დიდმოხელე იყო. მწიგნობართუხუცესის მსგავსად ისიც სასულიერო პირია, ამიტომ ვარძიელი აქ შეიძლება ვარძიის მონასტრის წინამძღვარსაც, ან წარმოშობით ვარძიელსაც აღნიშნავს), მურვან კჳითხისძეს, თმოგვში ზღუდის მშენებლობა დაუწყია, რომელიც, „თევდორე დადგა“, ალბათ, გაასრულაო.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

სილოგავა, 1983 ვალერი სილოგავა, სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ, 264-289

ფოტო

   Fig. 1. თმოგვის მურვან კჳითხისძის წარწერა