მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 198 x h 103 x d 25 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია. ფილის ცენტრში გამოყვანილია რელიეფით შესრულებული ბოლოებგაფართოვებული ჯვარი. ჯვრის განივი მკლავების ქვემოთ, ქვედა მკლავის ორივე მხარეს ამოკვეთილია წარწერა: „ჯ(უარ)ი ქ(რისტეს)ი“. ფილა სიგანეზე გაპობილია ორ ნაწილად და გაპობის ხაზი ასო „ქ“-ზე გადის. ჯვარს ზემოდან დაუყვება დაბალი რელიეფით შესრულებული ნალისებური მოყვანილობის თაღი, რომელიც ორივე ბოლოთი შეწყვილებულ, რელიეფურ ლილვებზე დგას cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა 1,5-2
დათარიღება: XV ს-ის 70-იანი წლები AD (context)
სადაურობა: პატარა სმადის ეკლესია სოფელი პატარა სმადა მდებარეობს ადიგენის რაიონში. ამ სოფლის ეკლესიის არქიტრავის წარწერას ამ მხარის ძეგლებისათვის ტიპური თავგადასავალი აქვს. პ. უვაროვასა და ე. თაყაიშვილის მიერ წარწერის ადგილზე შესწავლის დროს (XIX ს-ის დასასრული-XX ს-ის დასაწყისი, 1905 წლამდე), ფილა ჩასმული ყოფილა ეკლესიის შესასვლელის თავზე. ვ. ბერიძეს (1948 წლის ზაფხული) პატარა სმადის ეკლესია პერანგშემოცლილი დახვედრია, ხოლო შუაზე გაპობილი არქიტრავის წარწერიანი ფილის ერთი ნახევარი თავლის კედელში ჩასმული უპოვია და ადგილობრივ ენთუზიასტთა დახმარებით გამოუთავისუფლებია. ფილის მეორე ნახევარი თავლის კედელში შიდა მხრიდან ყოფილა ჩასმული, ამიტომ მისი გამოთავისუფლება ვერ შეძლეს (ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, თბ.1955, 176). 1980 წლის 15 ივლისს ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის წევრებმა ერთმანეთზე მიდგმული ფილის ორივე ნატეხი ნახეს პატარა სმადის მცხოვრების, ბიკენტი ქველაძის, სახლის წინ, გზის პირას, თხრილის ნაპირზე. იმ დროისათვის უკვე დაშლილი თავლის კედლიდან გამოღებული ფილები აქ გადმოუტანიათ, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებნი ირწმუნებოდნენ, რომ ფილა აქვე აღმოჩნდა სოფლის სტადიონისთვის ტერიტორიის მოსწორების დროს. 1985 წელს წარწერიანი ფილები ახალციხის მუზეუმში გადაიტანეს (N5157).
თავდაპირველი მდებარეობა: პატარა სმადის ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 5157
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
† ღმერთის სახელით აშენდა ეს წმინდა ეკლესია იოანე მაწყვერელი ეპისკოპოსის, ცულკუესის, ზეობის დროს. ქრისტე, განუსვენე მათი მშობლების სულებს.
კომენტარი:
პატარა სმადის ეკლესიის ყოფილ არქიტრავზე ამოკვეთილია ორი წარწერა: პირველი მოსახსენებელია - „ამა ეკლესიის აღმშენებელთა“ ერისთავის შაბურისძისა და მაწყვერელ მთავარეპისკოპოს შიოსი. ამ წარწერის ტექსტის ნაწილია თარიღის აღმნიშვნელი „ქრონიკონს რმიე“ (155+1312=1467 წელი), ამოკვეთილი ნახევარწრიულად განლაგებული წარწერის ტექსტის მარცხენა მხარეს, ოღონდ განივად, ჰორიზონტალურად. მეორე წარწერა, ასევე, ცალკე, დამოუკიდებელი ტექსტია და მასში აღნიშნულია, რომ „აღეშენა ესე წმიდაჲ ეკლესიაჲ იოვანე მაწყუერელ ებისკობოზისა ცალკუესისა ზეობასა“. მაშასადამე, ეკლესიის აღმშენებელნი ყოფილან, ერთი მხრივ, შიო მაწყვერელი და ერისთავი შაბურისძე, ხოლო მეორე მხრივ - იოვანე მაწყუერელი ცულკუესი. ვალერი სილოგავა გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ცულკუესი“ შეიძლება იყოს დაკავშირებული იოვანე მაწყვერელის საერო ცხოვრების პერიოდთან, როდესაც მას ამ სახელით უფრო იცნობდნენ. ასევე, ცოტა გაუგებარია მაშენებელთა ორი ჯგუფის დასახელება (მეორეში მხოლოდ ერთი პირია - იოვანე მაწყვერელი), რაც შეიძლება ეკლესიის მშენებლობის ორ პერიოდს ასახავდეს ორი სხვადასხვა მაწყვერელი მღვდელმთავრის დროს.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
სილოგავა, 1983 ვალერი სილოგავა, სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ, 264-289
სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, კატალოგი-გზამკვლევი, 21-22