ECG097. საფარის წმ. გიორგის ეკლესიის გრიგოლ ნაფშუენისძის წარწერა (II)

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია. იგი შესრულებულია საფარის წმ. გიორგის სახელობის საშუალო ზომის დარბაზულ ეკლესიაზე, სამხრეთის კედლის სარკმლის ზემოთ ჩასმულ ქვის ფილაზე cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: XV AD (context)

სადაურობა: საფარის წმ. გიორგის ეკლესია

თავდაპირველი მდებარეობა: საფარის წმ. გიორგის ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საფარის წმ. გიორგის ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

†ამისა აღმშ-
(ე)ნ(ე)ბ(ე)ლსა გ(რი)გ(ო)ლს
მ(ო)ძღო(ჳა)რსა შ(ეუნდვე)ნ
ღ(მერთმა)ნ

დიპლომატიური

†ႠႫႨႱႠ ႠႶႫႸ
ႬႡႪႱႠ ႢႢႪႱ
ႫႻႶႭႰႱႠ ႸႬ
ႶႬ

თარგმანი:

† ამის (ტაძრის) აღმშენებელ გრიგოლ მოძღვარს შეუნდოს ღმერთმა.

კომენტარი:

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. ვალერი სილოგავას აზრით, წმინდა გიორგის ტაძარი, რომელზეც ეს წარწერაა შესრულებული, აგებულია XV საუკუნეში. მასზე შესრულებული წარწერებიც თანადროული უნდა იყოს.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169