ECG098

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: კედელი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია. იგი შესრულებულია საფარის წმ. გიორგის სახელობის საშუალო ზომის დარბაზული ეკლესიის შიგნით, ჩრდილოეთ კედელში ჩასმულ ფილაზე cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: XV AD (context)

სადაურობა: საფარის წმ. გიორგის ეკლესია

თავდაპირველი მდებარეობა: საფარის წმ. გიორგის ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საფარის წმ. გიორგის ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

†წ(მიდა)ო ს(ა)ბა მეოხ(ე)ყ(ა)ვ
სო(ჳ)ლ(ს)ა [ი]ოვ(ა)ნესა ესე წ-
ყ(ა)რო ა(ღა)შენა

დიპლომატიური

†ႼႭ ႱႡႠ ႫႤႭႾႷႥ
ႱႭႪႠ [.]ႭႥႬႤႱႠ ႤႱႤ Ⴜ
ႷႰႭ ႠႸႤႬႠ

თარგმანი:

† წმიდაო საბა, მეოხ-ეყავ იოვანეს სულს, რომელმაც ეს წყარო ააშენა.

კომენტარი:

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. ვალერი სილოგავას აზრით, წმინდა გიორგის ტაძარი, რომელზეც ეს წარწერაა შესრულებული, აგებულია XV საუკუნეში. მასზე შესრულებული წარწერებიც თანადროული უნდა იყოს. იოვანეს წყაროს აშენების წარწერა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ძველი წარწერები წყაროთა აშენების-გამოყვანის და მის გარშემო გარკვეული ტიპის ნაგებობების აგების შესახებ იშვიათია. ტექსტისეული „ესე წყარო აღაშენა“ ვალერი სილოგავას აფიქრებინებს, რომ წარწერიანი ფილა თავდაპირველად არა ეკლესიის კედელში და ისიც მის შიგნით, არამედ წყაროს თავზე იქნებოდა ჩასმული და აქ იგი მეორედ გამოყენების შედეგადაა მოხვედრილი.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169