მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: არქიტრავი
ზომა:
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ტაძრის შესასვლელის არქიტრავზე, სამხრეთის მხარეს cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა
დათარიღება: XVI AD (historical, context)
სადაურობა: ქარზამეთის ეკლესია
თავდაპირველი მდებარეობა: ქარზამეთის ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ქარზამეთის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, ექვთიმე თაყაიშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
† ქრისტე ღმერთო, შეიწყალე გრიგოლ აწყურის მთვარეპისკოპოსი, რომლის ბრძანებით აშენდა ეს წმინდა ტაძარი.
კომენტარი:
სოფ. ქარზამეთი თურქეთის საზღვართან მდებარეობს, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქარზამეთისწყლის ნაპირზე. ქარზამეთის ტაძარი არის ნიმუში იმისა, თუ პრაქტიკულად როგორ შენდებოდა ძველ საქართველოში ეკლესიები და როდის ამოკვეთდნენ მასზე წარწერებს. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი შენიშნავს, მშენებლობისათვის საჭირო უზარმაზარი ქვები სხვა ადგილიდან კი არ მოჰქონდათ, არამედ ადგილობრივ, კლდოვანი ქანიდან ხდებოდა მათი მოჭრა, გათლა და ზედაპირის დამუშვება, ხოლო შემდეგ სამშენებლოდ გამოყენება. მართლაც, როგორც ექვთიმე თაყაიშვილის დროს, ისე ახლაც ეკლესიის კედლების ამოყვანილი ნაწილების - უზარმაზარი ქვების ორი რიგის გარშემო მიმობნეულია ასევე უზარმაზარი დაუმუშავებელი ლოდები, როგორც კედლის შიგნით, ისე გარეთ. რაც შეეხება წარწერების ამოკვეთას, ამას ადგილი ჰქონდა, ამ შემთხვევაში მაინც, კედლების ამოყვანასთან ერთად. მართლაც, ტაძრის სამხრეთი ფასადი, ისევე როგორც სხვა კედლები, ამოყვანილია მხოლოდ შესასვლელის არქიტრავის დონეზე, უფრო ზუსტად არქიტრავზე, რომელიც ზემოდან ადევს შესასვლელის ღიობს და მშენებლობაც აქაა შეწყვეტილი. თუმცა საამშენებლო წარწერა ამოკვეთილია ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ტაძრის შესასვლელის არქიტრავზე. მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს ბოლნისის სიონის ტაძარზეც, სადაც წარწერები თავსდებოდა კედლების ამოყვანის პარალელურად. ე.ი. ფაქტია, რომ V საუკუნიდან დასტურდება და XVI საუკუნეშიც ჩანს, ეკლესიების ერთ ნაწილზე მაინც, წარწერების ამოკვეთა მშენებლობასთან ერთად. ქარზამეთის ტაძრის საამშენებლო წარწერის თანახმად, მისი მშენებლობა დაწყებულა გრიგოლ მაწყვერელი მთავარეპისკოპოსის ბრძანებით. ტექსტი ისეა შედგენილი, რომ მისი შესრულების დროისათვის მშენებლობა დასრულებულად ითვლება - „აღეშენა წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ“, ნათქვამია წარწერის ბოლოს. მაგრამ აშკარაა, რომ მშენებლობა დაუმთავრებელია, იგი შეწყვეტილია და კედლების მხოლოდ მცირე ნაწილია ამოყვანილი. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, ტაძრის მშენებლობა XVI საუკუნის II ნახევარში უნდა დაწყებულიყო (E. Такаишвили, Xристианские Памятники, MAK, XII, 1909, 17). ვ. ბერიძე თვლის, რომ შენობის აგების ხარისხი და მისი მორთულობის ზოგიერთი დეტალის მიხედვით მშენებლობის დაწყების თარიღმა შეიძლება „რამდენადმე გაიწიოს კიდეც XIII საუკუნისკენ“ (ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, 1955, 188). ვალერი სილოგავას აზრით, წარწერის პალეოგრაფია გამორიცხავს როგორც ერთ, ისე მეორე თარიღს და გვიან შუა საუკუნეებში (XVI-XVII სს.) თავსდება. როგორც ჩანს, ტაძრის მშენებლობის დაწყება ამ მხარეში ოსმალების გაბატონების დაწყებას და ჩილდირის (ახალციხის) საფაშოს დაარსებას (1579 წ.) დაემთხვა, რასაც ადგილი ჰქონდა XVI საუკუნის შუა ხანებში. ტაძრის მშენებლობაც, როგორც ჩანს, ამ მიზეზით შეწყდა და შემდგომში არც განახლებულა. ამის მიხედვით, ვალერი სილოგავამ ქარზამეთის წარწერის შესრულებისა და გრიგოლ მაწყვერელის მოღვაწეობის დრო XVI ს-ის შუა ხანებით განსაზღვრა.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
თაყაიშვილი, 1909 E. Такаишвили, Xристианские Памятники, 16-17