ECG101. აბასთუმნის წარწერა

Description: I ფილაII ფილა

მასალა: ნაცრისფერი ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 64,5 x h 28 x d 9 cm w 42,5 x h 27 x d 9,5 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ცხრასტრიქონიანია. I ფილაზე ექვსი სტრიქონია, II ფილაზე - ხუთი cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 3

დათარიღება: 531-565 AD (historical, context, prosopography)

სადაურობა: აბასთუმნის ძველი ეკლესია ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ფილები აღმოჩნდა აბასთუმანთან (ქვაჯვარი იდგა ძველი ეკლესიის პირდაპირ), მდინარეების: კურცხანისა და აბასთუმნის წყლის შესართავთან. ისინი XX საუკუნის დასაწყისში აბასთუმნიდან თბილისში გადმოიტანეს და ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. კვარცხლბეკის ორ მხარეს, როგორც ჩანს, ისინი ჩამოჭრეს მათი ადვილად გადმოტანის მიზნით.

თავდაპირველი მდებარეობა: აბასთუმნის ძველი ეკლესია

ამჟამინდელი მდებარეობა: არ არის მითითებული

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 24-25/118-119

ტექსტის კატეგორია მემორიალური

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
†[შ(ე)წ(ევნი)თა ქ(რისტ)ჱსითა] ჲვ(ს)ტ(ი)ნ(ი)ა(ნ)ე მ(ე)ფ(ი)სა [ზე მე]
[ ვ(ი)ქ(მე)ნ ღ(მრ)თ(ისაგა)ნ გ(ა)ნდიდ(ებუ)ლი] ნ(ა)თ(ესა)ვთ-
[ა ყ(ოველ)თა ჩ(ემთ)ა] ბრძ(ა)ნ(ე)ბ(ი)თა ღ(მრ)თ(ი)ვდ(ა)ც(უ)ლ(ის)ა მ(ამ)ფლ(ის)ა
არ(შუ)შა პ(ა)ტ(რი)კ(იოსი)სა და ნ(ე)ბ(ი)თა ღ(მრ)თ(ისაჲ)თა ქ(ართ)ვ(ელ)თა ერ(ის)თ(ავის)ა
5ქრ(ისე)პ(უ)ლ(ი)ს ც(ი)ხ(ე)ს(ა)თა [ბო(ძე)ბ(ი)თ(ა)] მ(ო)წ(უე)ო(ჳ)ლ ვიყავ და
ა(ღუ)მ(ა)რთე პ(ა)ტ(იო)ს(ა)ნი ჯ(უარ)ი წ(მიდის)ა ღ(მრ)თ(ი)სმშ(ო)ბ(ელი)სა ს(ა)ხ(ე)ლ(ს)ა
2
ს(ა)ლ(ო)ც(ვე)ლ(ა)დ ჩ(ე)მდა და
ძმ(ა)თა ჩ(ე)მთა მეო-
ხ(ე)ბ(ი)სათ(ჳ)ს ყ[(ოვე)ლ](ს)ა ჭ(ი)რსა
10ამ(ა)ს ს(ა)წ(უ)თრ(ო)ს [დ]ა ს(აუ)კ(უ)ნ(ე)ს
და ვ(ი)ნ აღ(მოი)კ(ით)ხ(ო)ს ლ(ო)ცვ(ას)ა მ(ომი)ჴსნ(ე)[თ]

დიპლომატიური

1
†[..... .......] ჂႥႲႬႠႤ ႫႴႱႠ [.. ..]
[ ... ... ........] ႬႧႥႧ
[. .... ...] ႡႰႻႬႡႧႠ ႶႧႥႣႺႪႠ ႫႴႪႠ
ႠႰႸႠ ႮႲႩႱႠ ႣႠ ႬႡႧႠ ႶႧႧႠ ႵႥႧႠ ႤႰႧႠ
5ႵႰႮႪႱ ႺႾႱႧႠ [.....] ႫႼႭႪ ႥႨႷႠႥ ႣႠ
ႠႫႰႧႤ ႮႲႱႬႨ ႿႨ ႼႠ ႶႧႱႫႸႡႱႠ ႱႾႪႠ
2
ႱႪႺႪႣ ႹႫႣႠ ႣႠ
ႻႫႧႠ ႹႫႧႠ ႫႤႭ
ႾႡႱႠႧႱ Ⴗ[.]Ⴀ ႽႰႱႠ
10ႠႫႱ ႱႼႧႰႱ [.]Ⴀ ႱႩႬႱ
ႣႠ ႥႬ ႠႶႩႾႱ ႪႺႥႠ ႫჄႱႬ[.]

apparatus

1: [შ(ე)წ(ევნი)თა] : სახელითა ; [ქ(რისტ)ჱსითა] : ღმრთისაჲთა
2: [ღ(მრ)თ(ისაგა)ნ] : >
3: [ყ(ოველ)თა] : შორის ; [ჩ(ემთ)ა] : და
4: პ(ა)ტ(რი)კ(იოსი)სა : პატრიკისაჲთა ; ერ(ის)თ(ავის)ა : ერისმთავრისა
5: ქრ(ისე)პ(უ)ლ(ი)ს : ქრიზეპოლს ; ც(ი)ხ(ე)ს(ა)თა [ბ]ო(ძე)ბ(ი)თ(ა) : ციხისთავობათა ; მ(ო)წ(უე)ო(ჳ)ლ : მიწევნულ
6: ა(ღუ)მ(ა)რთე : აღჰუმართე
10: ს(ა)წ(უ)თრ(ო)ს : საწუთროსა ; ს(აუ)კ(უ)ნ(ე)ს : საუკუნოსა

თარგმანი: (Georgian)

† ქრისტეს შეწევნით ჲვსტინიანე მეფის ზეობის დროს მე [...] ღმრთისაგან განდიდებული ვიქმენ ნათესავთა შორის. ღვთივდაცული მამფლის არშუშა პატრიკიოსის ბრძანებითა, ღმრთისა და ქართველი ერისთავის ნებით ქრისეპულის ციხის ბოძებით მოწვეული ვიყავი და აღვმართე პატიოსანი ჯუარი წმიდა ღვთისმშობლის სახელზე ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის სალოცველად, ყოველი ჭირისაგან მეოხებისათვის ამ საწუთროში და საუკუნო ცხოვრებაში. ვინც ამოიკითხოს, ლოცვაში მომიხსენეთ.

კომენტარი:

წარწერაში განკვეთილობისა და დაქარაგმების ნიშნები არ არის. სიტყვები ერთმანეთისაგან არ არის დაცილებული. სტრიქონები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ვიწრო რელიეფური ზოლით. წარწერაში ქრისეპულის ანონიმი ციხისთავი მოგვითხრობს მის მიერ ღვთისმშობლის სახელზე წმ. ჯვრის აღმართვის შესახებ. წმ. ჯვარში აქ იგულისხმება ქვაჯვარი - კვარცხლბეკი მასში ჩასმული მაღალი (დაახ. 1,5-2 მ სიმაღლისა) ოთხკუთხა ან მრგვალი სვეტი (ზოგჯერ სადა, ზოგჯერ ორნამენტული, ზოგჯერ სიუჟეტური გამოსახულებებით, მათ შორის, ქტიტორის ან ქტიტორების) და ზემოთ, ამ სვეტში ჩასმული ქვის ჯვარი (უმეტესად თანაბარი ზომის მკლავებით). ციხისთავის მიერ აღმართული ამ ქვაჯვრიდან შემორჩენილია კვარცხლბეკიდან ჩამოჭრილი ორი თხელი ფილა რელიეფური ასომთავრული წარწერით (6 და 5 სტრიქონად). აბასთუმნის წარწერაში ორი ისტორიული პირი მოიხსენიება: ჲვსტინიანე მეფე და მამფალი არშუშა პატრიკიოსი და ქართველთა ერისმთავარი. წარწერას მკვლევრები სხვადასხვანაირად ათარიღებენ: სარგის კაკაბაძე - VII ს. ან VIII ს-ის I ნახევარი; ა. ბაქარაძე და ს. ბოლქვაძე - VI ს. ტექსტში ჯვრის აღმართვა დათარიღებულია ჲვსტინიანეს მეფობის დროით. მეფობის წლების მიხედვით რაიმე მოვლენის დათარიღება წელთაღრიცხვის უძველეს დროს გავრცელებული ერთ-ერთი ფორმაა და აბასთუმნის წარწერაშიც ისაა გამოყენებული. ჲვსტინიანე მეფედ ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე II (685-695, 705-711) არის მიჩნეული. იგი ორჯერ მეფობდა და რადგან უცნობია მისი მეფობის რომელ პერიოდს მიეკუთვნება ეს წარწერა, ნოდარ შოშიაშვილი მას დროის საკმაოდ დიდი მონაკვეთით - 685-711 წწ. ათარიღებეს. წარწერის დათარიღებისას გათვალისწინებულია პალეოგრაფიული ნიშნები და ტექსტში დასახელებული ისტორიული პირების მოღვაწეობის დრო. არშუშა პატრიკიოსი, რომელიც ქართველთა ერისმთავრად იწოდება, ჯერ კიდევ ე. თაყაიშვილმა მიიჩნია „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ დასახელებულ ქართლის მარზპან არშუშად (E. Такаишвили,АЭРЗ, II, Тиф., 1905). მას პატრიკის ბიზანტიური ტიტულიც ჰქონია. კორნელი კეკელიძის მოსაზრებით, „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ მოთხრობილი ამბავი განეკუთვნება ირანის შაჰის ხოსრო I ანუშირვანის (531-579) მეფობის დროს (კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ. 1980, 508-515), ე. ი. მამფალი არშუშა პატრიკიოსიც მისი თანამედროვეა. შესაბამისად, წარწერის დასაწყისში მოხსენიებული ჲვსტინიანე, რომლის ზეობითაც თარიღდება ჯვრის აღმართვა, არის ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I დიდი (527-565) და არა იუსტინიანე II (685-695, 705-711). ვალერი სილოგავა ორი დასახელებული მმართველის მეფობის წლების თანხვედრის გამო მიიჩნევს, რომ აბასთუმნის წარწერა ჯვრის კვარცხლბეკისა 531-565 წწ. თარიღდება. რაც შეეხება ქრიზეპოლის ციხეს, მკვლევარი მიიჩნევს, რომ ის იგივე სამცხის ოქროს ციხეა, რომლის სახელი წარწერაში ბერძნულ-ბიზანტიური ფორმითაა გადმოცემული. წარწერაში დაქარაგმენით მოცემული ზმნა „ამრთე“ ვალერი სილოგავამ წყისის ჰაემეტური წარწერის ანალოგიით ჰაემეტური ფორმით გახსნა - აღჰუმართე. მკვლევარი ვარაუდობს, რომ საკუთრივ ჯვრის აღმმართველი ციხისთავის სახელი, რომლითაც იწყებოდა ტექსტი, ძველ დროსვე საგანგებოდ გადაუფხეკიათ, ალბათ, მის არაკეთილმოსურნეებს მისი სახელის წაშლის მიზნით. ამიტომაც ეს ჯვარი დღეს ანონიმურია. არსებობს ვახტანგ გოილაძის მოსაზრება, რომ ჯვრის აღმმართველი შეიძლება იყოს „ვარაზ-ბაკურ აპაჲ პატრიკიოზი“. ამავე მოსაზრებით, იგი უნდა იყოს ძმა წარწერის ტექსტშივე დასახელებული არშუშა პატრიკიოსისა (ვ. გოილაძე, ბიზანტიის აღმოსავლური პოლიტიკის ასახვა ქართულ ეპიგრაფიკაში, თბ. 2008, 34).

ბიბლიოგრაფია:

ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსიbibliography.xmlb101, 101-104

ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკაbibliography.xmlb149, 118-169

ფოტო

   Fig. 1. აბასთუმნის წარწერა