მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: სვეტი
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია ვალეს ტაძრის სამხრეთი შესასვლელის მარჯვენა სვეტის თავზე, რომლის დასაწყისი დაზიანებულია cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა
დათარიღება: IX AD (lettering)
სადაურობა: ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
თავდაპირველი მდებარეობა: ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
ნავრაის ძისწული
კომენტარი:
ვალეს ღვთისმშობლის ტაძარი სამცხის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა. ტაძარი ახლა ბაზილიკურია, თუმცა თავდაპირველად, როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია გამოკვლეული, „გარედან სწორკუთხა ფორმის გუმბათიანი ნაგებობა ყოფილა, სადაც გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდის კუთხეებსა და ორ თავისუფლად მდგარ ბურჯს“(რ. მეფისაშვილი, ვალეს ტაძარი და მისი აღშენების ორი ძირითადი პერიოდი, ქართულ ხელოვნება, 5, თბ., 1950, 38). გამოკვლეულია ისიც, რომ ტაძრის თავგადასავალი სულ ცოტა ორ მშენებლობით პერიოდს მაინც მოიცავს და მეორე პერიოდს განეკუთვნება დედისიმედის ვრცელი (45 სტრქ.) ასომთავრული წარწერა საამშენებლო-მემორიალური შინაარსისა, დათარიღებული 1561-1564 წლებით. რაც შეეხება ნავრაის ძისწულის წარწერის დათარიღებას, ვალერი სილოგავას აზრით, მას ახასიათებს ძველი პალეოგრაფიული ნიშანი - ლასის გადმოცემა ნუსხური მოხაზულობისაკენ მიდრეკილებით. პალეოგრაფიული ნიშნებით ვალეს სხვა წარწერებსაც, კრავის და გაბრიელ მახარებლის, ძველი პალეოგრაფიული ნიშნები აქვთ: მ-ანის მუცლის შემკვრელი ხაზის მარჯვნივ გადასვლა, ე-ნისა და ლ-ასის გადმოცემა ზედა ჰორიზონტალურ ხაზთან დამატებითი ხაზის - წანაზარდის გარეშე, რაც წარწერის IX საუკუნით დათარიღების არგუმენტებია.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 284