ECG109. უდეს ფარსმანისა და მანანის წარწერა

მასალა: შავი ქვა

ობიექტის ტიპი: სვეტი

ზომა: w 63 x h 31 x d 31 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ათსტრიქონიანია. იგი შესრულებულია პრიზმული ფორმის ოთხკუთხა სვეტზე, რომლის კვეთის კუთხეებში ლილვია ამოყვანილი. წინა სიბრტყეზე რელიეფურად გამოქანდაკებულია ხელაპყრობილი ფიგურა, მდგარი სწორკუთხოვან კვარცხლბეკზე, ხოლო მის წინ - მუხლმოდრეკილი ბავშვი. ამის პარალელურ წახნაგზე რელიეფურად ამოკვეთილია გაბრიელ მთავარანგელოზი, ხოლო მეორე წყვილ კვარცხლბეკზე - სერაფიმები, ასევე კვარცხლბეკზე შემდგარი. თითოეულ წახნაგზე ამოღარულია ასომთავრული წარწერები: I წახნაგზე - 5 სტრიქონი, II წახნაგზე - 3 სტრიქონი, III-ზე - 1 სტიქონი, IV წახნაგზეც - 1 სტრიქონი. I და III წახნაგი w 14 x h 8 cm II და IV წახნაგი w 23 x h 7 cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 3

დათარიღება: X-XI AD (context)

სადაურობა: უდე, ადიგენის მუნიციპალიტეტი ძეგლი სოფ. უდეში (ადიგენის მუნიციპალიტეტში) 1886 წელს მოსკოვის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა პ. უვაროვას ხელმძღვანელობით. ქვასვეტი დადგმული იყო უდეს ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთ კართან. პ. უვაროვას ცნობით, ის ჩამოუტანია ფოცხოვის უბნის სოფელ ფეტობანიდან ერთ თურქს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის საინვენტარო დავთარში კი აღნიშნულია, რომ სტელა ფეტობანიდან უდეში გადმოუტანია 1880 წელს კ. მერაბიშვილს. 1930-იან წლებში მის შესახებ გიორგი ჩუბინაშვილისათვის ცნობა ბარკალაიშვილს მიუწოდებია (გიორგი ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. I, 1936, 212).

თავდაპირველი მდებარეობა: უდე, ადიგენის მუნიციპალიტეტი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 130

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
[წ(მიდა)ო ღ(მრ)თ](ი)სმშ(ო)ბ(ე)[ლო]
მ(არია)მ
დ(ე)დ(ა)ო ღ(მრ)თ(ი)ს(ა)-
ო მ(ეო)ხ(ე)ყავ ს-
5(უ)ლსა
2
ფ(ა)რსმ(ა)ნის(ა)
და ს(უ)ლსა
მანანისა
3
ესე ა(რს) გ(ა)ბრ(იე)ლან -
4
10გ(ე)ლ(ოზ)ი [რ(ომელ)ი] ეტყ(ჳ)ს გ(ი)ხ(აროდე)ნ მ(ი)მ(ა)დ(ლებულო)

დიპლომატიური

1
[... ..]ႱႫႸႡ[..]
ႫႫ
ႣႣႭ ႶႧႱ
Ⴍ ႫႾႷႠႥ Ⴑ
5ႪႱႠ
2
ႴႰႱႫႬႨႱ
ႣႠ ႱႪႱႠ
ႫႠႬႠႬႨႱႠ
3
ႤႱႤ Ⴀ ႢႡႰႪႠႬ
4
10ႢႪႨ [...] ႤႲႷႱ ႢႾႬ ႫႫႣ

თარგმანი: (ka)

წმიდაო ღვთისმშობელო მარიამ, დედაო ღმრთისაო, შეეწიე ფარსმანისა და მანანის სულებს. ეს არის გაბრიელ ანგელოზი, რომელიც ეტყვის: „გიხაროდენ, მიმადლებულო“.

კომენტარი:

წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს, სიტყვები ერთმანეთისაგან არ არის დაცილებული. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია საშუალო ზომის სწორი განივი ხაზი. გურამ აბრამიშვილი წარწერას IX საუკუნით ათარიღებს. ნოდარ შოშიაშვილი X საუკუნის ძეგლად მიიჩნევს შემდეგი პალეოგრაფიული ნიშნების საფუძველზე: Ⴂ, Ⴄ, Ⴊ გრაფემებს მარცხნივ გაზიდული დამატებითი განივი ხაზი აქვთ, ზოგჯერ გრაფემებსა და ქარაგმის ნიშნებს ახასიათებს ოდნავ შესამჩნევი კიდურწაისრულობა, გრაფემების მიდრეკილება ოთხხაზოვნებისაკენ, Ⴔ-ს წრეს ბუნი არ კვეთს. ვალერი სილოგავას აზრით, წარწერის ტექსტი მეტად ორიგინალურია. იგი მთავრდება გაბრიელ მთავარანგელოზის მიმართვის სიტყვებით ღვთისმშობლის ხარების სახარებისეული სცენიდან (ლ.1.28). მკვლევარს მიაჩნია, რომ წარწერაში მოხსენიებული ქტიტორები - ფარსმანი და მანანი - ცოლ-ქმარი უნდა იყვნენ. ვინაიდან ის ადგილი, სადაც ეს ქვა ჯვარი იპოვეს, ჩორჩანელთა ფეოდალური სახლის ძველი სამფლობელოა, ვალერი სილოგავას აზრით, ქტიტორი ფარსმან ჩორჩანელია. ფარსმანი ძველ ჩორჩანელთა ერთ-ერთი საგვარეულო სახელია, რომელიც შემდეგში ამ გვარის მემკვიდრე ბაჰლაუნთა სახლშიც გადავიდა. მისი აზრით, ქვაჯვრის წარწერის ფარსმანი X საუკუნის მიწურულის მოღვაწე ფარსმან ერისთავი უნდა იყოს და ამიტომ წარწერას და ქვაჯვარს X-XI სს. მიჯნით ათარიღებს.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 138-139

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

ფოტო

   Fig. 1. უდეს ფარსმანისა და მანანის წარწერა