მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია. თავის დროზე იგი კედელში ჩასმულ ქვის ფილაზე იყო ამოკვეთილი cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ნუსხური წარწერა, შესრულებულია სწორი, ეპიგრაფიკული ნუსხურით
დათარიღება: X-XI AD (lettering)
სადაურობა: ბოდოკლდის ეკლესია
თავდაპირველი მდებარეობა: ბოდოკლდის ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ბოდოკლდის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
წმინდაო ეკლესიაო, შეიწყალე იოვანე კალატოზი.
კომენტარი:
ბოდოკლდის ეკლესიის წარწერა მოსახსენებელი წარწერის კარგი ნიმუშია. ვალერი სილოგავას აზრით, საგანგებო ყურადღებას იქცევს წარწერის არქაული ლექსიკა. პირველ რიგში, მიმართვა წმინდა ეკლესიისადმი, რომელიც დამახასიათებელია სწორედ უძველესი წარწერებისათვის. მეორეა, სიტყვა „გვედია“ რომელიც X-XIII სს-ში გვხვდება, მათ შორის, ჭყონდიდის ტაძრის და ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის (ზემო სვანეთი) XII-XIII სს-ის წარწერა-გრაფიტებში. პირველად ეს სიტყვა დასტურდება გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ (951 წ.). იგი შედარებით ხშირად გვხვდება ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში, მაგალითად, 12-ჯერ დასტურდება იოანე-ზოსიმეს მიერ გადაწერილ სინურ ლექციონარში (Sin.37), უფრო ადრეც, „სახარებანი საცისკრონი“ (Sin. 47) და სხვა. ილია აბულაძის მიხედვით, მისი ძირია ვედ- და იგი ნიშნავს გაფრთხილებას, ფრთხილად შენახვას (ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ, 1973, 155). ზურაბ სარჯველაძის მიხედვით, სიტყვა ასე იშლება: გ-ვედიე-ს და ნიშნავს შეთხოვნას, ლოცვისას მოხსენიებას (ზურაბ სარჯველაძე, ძველი ქართული ენის სიტყვის კონა, თბ., 2001, 55), ხოლო „ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონის“ ავტორთა განმარტებით, ამ სიტყვის მნიშვნელობაა გაბარია (ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი, I, ა-ლ, ნარგიზა გოგუაძის, ზურაბ სარჯველაძისა და მზექალა შანიძის რედაქციით, თბ., 2005, 176). ბოდოკლდის იოვანე კალატოზის წარწერაში იგი ნიშნავს შეიწყალეს, დაიცვენ-დაიფარეს.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169