ECG114. ზარზმის ფარსმან ერისთავის წარწერა სამწერობელზე

მასალა: ვერცხლი

ობიექტის ტიპი: რიპიდი (სამწერობელი)

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა რვასტრიქონიანია. იგი მოთავსებულია ზარზმის დიდი ზომის სამწერობელზე cm

ასოთა მოხაზულობა: ჭედური ასომთავრული წარწერა

დათარიღება: XI AD (historical, context)

სადაურობა: ზარზმის მონასტერი ზარზმის დიდი ზომის სამწერობელი ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში შემოქმედში (გურია) გადაიტანეს, ხოლო 1924 წლიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება

თავდაპირველი მდებარეობა: ზარზმის მონასტერი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ჩუბინაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

†ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრ)თ(ი)ს(აჲ)თა მე ფ(არ)სმ(ა)ნ ერ(ი)სთ(ა)ვმ(ა)ნ ძემ(ა)ნ
კო(ჳ)რთხეო(ჳ)ლისა ო(ჳფლ)ჲსა ივანე ლაკლაკისამ(ა)ნ შ(ე)ვქმ(ე)ნ ესე ს(ა)მწ(ერო)ბ(ელ)ნი ს(ა)ლ(ო)ცვ(ელა)დ ჩემ და
შვ(ი)ლთა ჩემთათ(ჳ)ს
ყ(ოვე)ლთა ს(ა)ხლისა ჩ(უე)ნისათა და მ(ო)ს(ა)ჴს(ე)ნ(ე)ბლ(ა)დ ს(უ)ლკ(უ)რთხ(ეუ)ლთა მშ(ო)ბ(ე)ლთა და ძმათა ჩ(ე)მთათ(ჳ)ს
5და ყ(ოვე)ლთა ს(ა)ხლისა ჩ(უე)ნისა გ(ა)რდაცვალებო(ჳ)ლ-
თათ(ჳ)ს და დ(ა)ვ(ა)სხენ წ(მიდას)ა საყდარსა ზ(ა)რზ(მა)ს მამო(ჳ)ლსა ჩ(ე)მსა წ(ინაშ)ე ხ(ა)ტსა ფერისცვ(ა)ლ(ე)ბ(ი)ს(ა)ს(ა)
აწ წმ(იდა)ნო მღდ(ე)ლნო და დ(ია)კ(ონ)ნო რ(ომელ)ნი იმს(ა)ხო(ჳ)-
რ(ე)ბდ(ე)თ ჴ(ო)რცსა და ს(ი)სხლსა ო(ჳფლი)სა ჩ(უე)ნ(ი)სა ჲ(ესო)ჳ ქ(რისტ)ესა მ(ო)გ(ჳ)ჴს(ე)ნ(ე)ნით წ(მიდას)ა ლ(ო)ცვ(ა)სა თქ(უენ)ს(ა)

დიპლომატიური

†ႱႾႪႨႧႠ ႶႧႱႧႠ ႫႤ ႴႱႫႬ ႤႰႱႧႥႫႬ ႻႤႫႬ
ႩႭႰႧႾႤႭႪႨႱႠ ႭჂႱႠ ႨႥႠႬႤ ႪႠႩႪႠႩႨႱႠႫႬ ႸႥႵႫႬ ႤႱႤ ႱႫႼႡႬႨ ႱႪႺႥႣ ႹႤႫ ႣႠ
ႸႥႪႧႠ ႹႤႫႧႠႧႱ
ႷႪႧႠ ႱႾႪႨႱႠ ႹႬႨႱႠႧႠ ႣႠ ႫႱჄႱႬႡႪႣ ႱႪႩႰႧႾႪႧႠ ႫႸႡႪႧႠ ႣႠ ႻႫႠႧႠ ႹႫႧႠႧႱ
5ႣႠ ႷႪႧႠ ႱႾႪႨႱႠ ႹႬႨႱႠ ႢႰႣႠႺႥႠႪႤႡႭႪ
ႧႠႧႱ ႣႠ ႣႥႱႾႤႬ ႼႠ ႱႠႷႣႠႰႱႠ ႦႰႦႱ ႫႠႫႭႪႱႠ ႹႫႱႠ ႼႤ ႾႲႱႠ ႴႤႰႨႱႺႥႪႡႱႱ
ႠႼ ႼႫႬႭ ႫႶႣႪႬႭ ႣႠ ႣႩႬႭ ႰႬႨ ႨႫႱႾႭ
ႰႡႣႧ ჄႰႺႱႠ ႣႠ ႱႱႾႪႱႠ ႭႱႠ ႹႬႱႠ ჂჃ ႵႤႱႠ ႫႢჄႱႬႬႨႧ ႼႠ ႪႺႥႱႠ ႧႵႱ

თარგმანი: (ka)

†ღვთის სახელით, მე ფარსმან ერისთავმა, სულკურთხეული ივანე ლაკლაკის ძემ, შევქმენი ეს სამწერობელი ჩემი, ჩემი შვილებისა და მთელი სახლეულის სალოცველად, ჩემი სულკურთხეული მშობლებისა, ძმებისა და ჩვენი სახლეულის ყველა გარდაცვალებულთა სულის მოსახსენებლად და დავდე იგი ზარზმის წმიდა საყდარში, ჩემს მამულში, ფერისცვალების ხატის წინ. ამიერიდან, წმიდანო მღვდელნო და დიაკონნო, რომლებიც იმსახურებთ უფალი იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, თქვენს წმინდა ლოცვებში მოგვიხსენეთ.

ბიბლიოგრაფია:

ჩუბინაშვილი, 1959 Г.Н. Чубинашвили, Грузинское чеканное искусство, 127-129