მასალა: მოყავისფრო ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 31 x h 206 x d 28 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ცხრასტრიქონიანია cm
ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა
დათარიღება: X-XI AD (lettering)
სადაურობა: ამხეს ნასოფლარი, ადიგენის მუნიციპალიტეტი ძეგლი აღმოჩნდა 1980-იანი წლების დასაწყისში. ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ კეხოვანის მიდამოებში, სოფლის ჩრდილოეთით მდებარე ადგილას, რომლის სახელია ამხე, ტყეში, ნანგრევებს შორის დგას დიდი ზომის ოთხკუთხად, პარალელეპიპედის ფორმაზე გათლილი მაგარი ჯიშის ქვის სვეტი. იგი გატეხილია ორად, ცალკეა კვარცხლბეკი. სვეტის ზედა ნაწილში ამოღრმავებულია ფოსო, როგორც ჩანს, ჯვრის ჩასადგმელად. სვეტის ერთ მხარეს მოთავსებულია ცხრა სტრიქონად შესრულებული წარწერა. კვარცხლბეკი, რომელშიც სვეტი იდგა, ანეპიგრაფულია, უწარწეროა. ამჯამად იგი ადგილზეა დატოვებული, ხოლო ქვასვეტი გადატანიალია ახალციხის მუზეუმში. სვეტი მემორალური დანიშნულებისაა - წარწერა შეიცავს სახელების ჩამონათვალს შეწყალების ფორმულით. ტექსტი მიმართულია წმ. იოვანესადმი, რაც მიუთითებს, რომ ჯვარი, რომლის სადგარსაც ეს სვეტი წარმოადგენს, წმ. იოანეს სახელზე იყო აღმართული.
თავდაპირველი მდებარეობა: ამხეს ნასოფლარი, ადიგენის მუნიციპალიტეტი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 5140
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
წმიდაო იოვანე, შეიწყალე საუმარგ, ბერძენი, ქობულ, პაზარიჱლ, გაბრიელ და ასვათ.
კომენტარი:
ვალერი სილოგავა წარწერაში მოხსენიებულ ძმებს აიგივებს ციხისუბნის 1103 წლის წარწერა-ლექსში სახელების გარეშე აღნიშნულ ასვათის ძმებთან - „ქრისტე, შეიწყალე ასვათ, ძმანი მისნი“. როგორც ჩანს, სხვა წყაროებით უცნობმა ფეოდალური სახლის ერთმა წევრმა ასვათმა, მეფე დავით აღმაშენებლის თანამედროვემ, ციხე ააგო, ხოლო სხვებმა მემორიალური ქვაჯვარი აღმართეს.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, კატალოგი-გზამკვლევი, 25-26
სილოგავა, 1983 ვალერი სილოგავა, სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ, 264-289