ECG118. საფარის წმ. საბას ტაძრის სვიმეონის წარწერა

მასალა: ნაცრისფერი ქვა

ობიექტის ტიპი: საკურთხეველი

ზომა: w 79 x h 77 x d 20 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია cm

ასოთა მოხაზულობა: ფრესკული ასომთავრული წარწერა. შესრულებულია წითელი ფერის საღებავით 5-8-9

დათარიღება: XIII AD (context)

სადაურობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი სვიმეონის წარწერა 2010 წელს აღმოაჩინა სამეცნიერო ექსპედიციამ მერაბ ბუჩუკურის ხელმძღვანელობით ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო (ფრესკების) სამუშაოების დროს. ნაცრისფერი ქვა ჩასმულია წმ. საბას ტაძრის ყველაზე წმიდა ადგილას, საკურთხევლის ნახევარწრის სამხრეთ კიდეში, ქვემოდან მესამე წყობაში. შელესილობის ჩამოცილების შემდეგ მასზე აღმოჩნდა დიდი ზომის ასოებით შესრულებული წარწერის ფრაგმენტები.

თავდაპირველი მდებარეობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

†წ(მიდა)ო ს(ა)ბა შ(ეიწყალ)ე ს(ჳ)მ(ეო)ნ
რ(ომელმა)ნ შ(ე)მ(ო)ჰვედრა
[ს](უ)ლ[ი თ(ჳ)სი სა]ხელსა
[შ(ე)ნსა ზედა ა(მე)ნ]

დიპლომატიური

†ႼႭ ႱႡႠ ႸႤ ႱႫႬ
ႰႬ ႸႫჀႥႤႣႰႠ
[.]Ⴊ[. ... ..]ႾႤႪႱႠ
[.... .... ..]

თარგმანი: (ka)

წმიდაო საბა, შეიწყალე სჳმეონ, რომელმაც შენი სახელისათვის თავი შეწირა (ბერად შედგა), ამინ.

კომენტარი:

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. სჳმეონის წარწერაში დადასტურებული „შემოჰვედრა სული თჳსი“, ვალერი სილოგავას აზრით, უნდა ნიშნავდეს ღმერთისთვის თავის შეწირვას, ბერად შედგომას. სჳმეონის წარწერასა და სვიმეონ ბეროზა-ყოფილის წარწერაში დასახელებული სჳმეონი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს. როგორც ჩანს, სჳმეონს მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა ეკავა, რომ მან უფლება მოიპოვა ტაძრის საკურთხეველში მოეთავსებინა წარწერა მისი ბერად შედგომის შესახებ და, ამავე დროს, შეძლებული პირიც იყო, რომ ტაძრის ერთ-ერთი სარკმლის საპირე ორნამენტული ქვით დაფარა.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169